Posts

Showing posts from October, 2024

24.03.21 მორიგი დაპირისპირება ჭყონდიდში

Image
 

20.03.21 დღეიდან დავიწყოთ საეკლესიო კანონების მუხლობრივად გარჩევა - მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

Image
  "დღეიდან დავიწყოთ საეკლესიო კანონების მუხლობრივად გარჩევა. ვისაც დრო და ენერგია ეყოფა რომ აგვყვეს ძალიან კარგი იქნება. პირველად V-VI საუკუნეში გაჩნდა კანონები კრებულის სახით, რომლის ჩამოყალიბების პროცესიც VIII საუკუნეში გაგრძელდა, ხოლო შედარებით საბოლოო სახე მიიღო X საუკუნეში. ქართულ თარგმანში დაემატა რუის-ურბნისში მიღებული კანონები. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონიკური ძეგლი — 14-ტიტლოვანი ნომოკანონი ბერძნულიდან ქართულად არსენ იყალთოელმა თარგმნა XI საუკუნის ბოლოს ან XII საუკუნის დასაწყისში. მასში შედის მოციქულთა კანონები, შვიდის მსოფლიო და ათი ადგილობრივი კრების და ასევე გარკვეულ წმინდა მამათა მიერ მიღებული კანონები, რომელიც მოიწონა ეკლესიამ. მოკლედ, დღეიდან მუხლობრივად განვიხილოთ ყველა კანონი. შესავალი მოციქულთა კანონებით იწყება და შესაბამისად შემოგთავაზებთ პირველ კანონს. კანონი 1 ,,ეპისკოპოსი დადგინებულ იქნეს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ''. ეს კანონი განმარტავს როგორი უნდა იყოს იერარქიული სისტემა. ეპისკოპოსის გარეშე არ არის ეკლესია ეკლესიაში. ეპი...

20.03.21 საპატრიარქოს ტყვეობაში მყოფი დეკანოზი.

Image

20.03.21 საპატრიარქოს ორმაგი სტანდარტი

Image
 

ბოლო ნადირობა - მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

Image
  ბოლო ნადირობა   ზვიად გამსახურდია 1978 წლის მაისის შემდეგ გადასახლებაში გაუშვეს - ეს იყო დაღესტნის ნახევარუდაბნო,დაბა კოჩუბეი. იქ ხშირადიყვნენ ქართველიმწყემსები, რომლებიც საზამთროდ მიერეკებოდნენ თავიანთ ფარებს. ზვიად გამსახურდია მიწურში ცხოვრობდა და თარგმნიდა მათეს სახარებას ძველბერძნულიდან. იქვე ჩააკითხა ცნობილმა რუსმა დისიდენტმა, მოძღვარმა გლებ იაკუნინმა, რომელმაც იგი აზიარა. გარკვეული ხნის შემდეგ იაკუნინიც გაუყენეს ლაგერის გზას. ზვიად გამსახურდია რამდენიმეჯერ საიგაკებზე სანადიროდაც დაპატიჟეს ადგილობრივებმა. მერე ის აღარ ნადირობდა. როდესაც მიზეზი ვკითხე, ასეთი რამ მოყვა: როდესაც ვნადირობდით, დედალ-მამალ საიგაკს გამოვედევნეთო. საოცრებები ჩაიდინა მამალმა - გზები აგვირია, სპეციალურად ჩამორჩა, დაბოლოს, თავი მოგვაკვლევინა, ისე რომ დედალი გადაარჩინა და გაქცევის საშუალება მისცაო. სრულიად დავმუნჯდი, როდესაც ეს ვნახე, არ მეგონა, თუ ამ ცხოველს ამხელა სიყვარულისა და თავგანწირვის ინსტინქტი ჰქონდაო. იმის მერე მან საერთოდ აღიკვეთა ნადირობა. (წიგნიდან „ზვიად გამსახურდია - 79 ამბავი“, თბი...

ზვიადი და საქართველოს ეკლესია

Image
  ზვიადი და საქართველოს ეკლესია         მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ეკლესიას, ბოლო ხანებში ესოდენ დაშორებულს თავისი პირველსახისგან: ახალი პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ, 1978 წელს, ეკლესიებში იმატა მრევლმა, გაიზარდა აგრეთვე ეპარქიების და ღვთისმსახურთა რიცხვი. თუმცა მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა თავისთავად არ გულისხმობდა ღირსების და პატიოსნების ზრდასაც. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში იმატა კორუფციამაც. ამ თვალსაზრისით რად ღირდა თუნდაც იმავე ვიქტორ შიოლაშვილის, ილია II-ის ძმის „მოღვაწეობა“, ხუმრობით რომ „პატრიარქი №2“ შეარქვეს. თითოეული მოქმედი მღვდელი ვალდებული იყო მისთვის გადაეხადა „წილი“. საპატრიარქოს „რელიგიის საქმეთა რწმუნებული“ განაგებდა: აპარატი რწმუნებულისა ფაქტიურად წარმოადგენდა სუკ-ის ორგანოს, ამ სახით არსებულს 1965 წლიდან. ეს ცენტრალიზებული ორგანო ემორჩილებოდა უშუალოდ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს და ჰქონდა უფლებამოსილება, დაესახელებინა რეგიონული წარმომადგენელი როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ისე აფხაზეთისა და აჭარის ა...

20.03.21 მიტროპოლიტი დანიელი - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

Image
  "მიტროპოლიტი დანიელი - საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე. ერისკაცობაში – დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი დაიბადა: 1955 წლის 29 მაისს, ქ. თბილისში. ეპისკოპოსად კურთხევა: 22. 05. 1992წ. მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 10. 1993წ. მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ. მეუფე დანიელი, ჯერ ბოდბის (1992 წელი), შემდეგ (იმავე წელს) ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად მღვდელმთავრად დაინიშნა. ასევე, 1995 წელს შეთავსებით დადგინდა ზუგდიდისა და ცაიშის მთავარეპისკოპოსად. 2002 წლიდან მცირე ხნით, შეთავსებით იყო მარგველიც. 2010 წლიდან უძღვება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას. 29 წელია, რაც ეს ადამიანი მღვდელმთავარია და ამ ხნის მანძილზე, მას ფეხი არ მოუცვლია დედაქალაქიდან, ქვა-ქვაზე არ დაუდია, როგორც ადმინისტრატორს და მუდმივად, სანაპიროზე მდებარე საქართველოს საპატრიარქოს აპარტამენტებში ცხოვრობს, რაც, სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა, გულგრილობა და კანონიკური ვალდებულებების უხეში დარღვევა, რის გამოც ის მღვდელმთავრის პატივის ჩამორთმევას იმსახურებს! წარმოგიდგენთ აღნიშნ...

18.03.21 კვლავ, ე.წ. "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის" ინსტიტუტის შესახებ! - გიორგი ტიგინაშვილი

Image
  კვლავ, ე.წ. "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის" ინსტიტუტის შესახებ! "მოგეხსენებათ, რომ ე.წ. "მოსაყდრის" ინსტიტუტი ქართულ სინამდვილეში მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედიდან (1917 წელი - მიტროპოლიტი ლეონიდე) გაჩნდა, რაც განპირობებული იყო ექსტრემალური, არაორდინალური და ფორსმაჟორული ვითარებით. იგი აიხსნებოდა ჯერ ცარისტული რუსეთის, ხოლო შემდგომში კი საბჭოთა ტოტალიტარული კონიუქტურის პირობებში, გამონაკლისის სახით დაშვებულ დე-ფაქტო იკონომიად და მას არავითარი კანონიკური საფუძველი არ მოეძებნებოდა მართლმადიდებლურ იურისპოდენციაში. სამწუხაროდ, მსოფლიო თუ ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებთან, აღნიშნული "თანამდებობა" ფუნდამენტურად შეუთავსებელი და ექსკლუზიური მოვლენაა და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი პრეცედენტები გაჩნდა უახლოეს ისტორიაში, იგი ვერანაირად ვერ განზოგადდება თანამედროეობაზე და ვერ გადასწონის რანგით უფრო მაღალ და აპრიორი გასათვალისწინებელ სჯულის კანონისეულ განწესებებს, ტრადიციასა და კანონმდებლობას! აღნიშნული ინსტიტუტის პროფანირებულ მხარეზე უთითებენ...

ორი სულიერი ძმა - მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

Image
  კონსტანტინე გამსახურდია (უმცროსი)   ორი სულიერი ძმა   ... კონსტანტინე გამსახურდია ორ ჭაბუკს - ზვიადსა და მერაბს - როგორც მათი მასწავლებელი და აღმზრდელი, ევროპული კულტურის უმშვენიერეს სამყაროს აზიარებდა. არც იყო გასაკვირი, რომ ეს ახალგაზრდები სიყრმიდანვე დაუპირისპირდნენ სამშობლოში გაბატონებულ რეჟიმს და თექვსმეტი წლის ასაკში პირველი დაპატიმრება იწვნიეს. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: 1956 წლის გაზაფხულზე ხრუშჩოვმა გამოსცა ბრძანება საბჭოთა კავშირის მთელი ტერიტორიიდან სტალინის ძეგლების აღების შესახებ. ეს იყო პიროვნების კულტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც ბევრგან მოწონებული იქნა სტალინის ქართული(მგონი წერტილია გადასაადგილებელი) წარმომავლობის გამო. ამ კამპანიას საქართველოში უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. ათწლეულების მანძილზე თანამემამულის პატივისცემას მიჩვეულმა ხალხმა, რომელიც გარკვეულწილად ამაყობდა კიდეც ამ „დიდი“ადამიანით, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მღელვარე პროტესტი გამოხატა. თუმცა, სიხარულსაც ჰქონდა ადგილი, რადგან ჩანდა, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ მათი ჩაგვრის უღ...

18.03.21 უჭერთ თუ არა მხარს სემინარია-აკადემიის რექტორის არჩევითობას? - მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

Image
  "დემოკრატია მნიშვნელოვანი მონაპოვარია ეკლესიური ცხოვრებისთვის, რეალურად მასზეა ქრისტიანული პრინციპები დაშენებული. მოციქულებმა შემთხვევით არ შემოგვთავაზეს არჩევის პრინციპი (როდესაც მატათა გამოარჩიეს). ვფიქრობ, მინიმუმიდან უნდა დავიწყოთ და თუ სურვილი გვაქვს თავისუფალი მომავლის, აუცილებელია სასულიერო სემინარია-აკადემიაში რექტორი იყოს არჩევით და არა დანიშვნით. ყველას ეცოდინება რომ ანგარიშვალდებულია სტუდენტ-ახალგაზრდობის წინაშე და არა კონკრეტული პირის (ან საპატრიარქოს). გაიზრდებიან თავისუფალი აზროვნების მქონე ქრისტიანები, მღვდლები და დაიბადება ჭეშმარიტი დემოკრატია. ეკლესიამ განდევნა თავისუფლება და ყველა მიმართულების დამორჩილება შეძლო ერთი ადამიანის სურვილის სასარგებლოდ, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობა და უკანონობაა! ამ სიმახინჯის გამოსწორებით ხელს შევუწყობთ საბჭოთა აზროვნების სრულად მოშლას! გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი უჭერთ თუ არა მხარს სემინარია-აკადემიის რექტორის არჩევითობას?"

16.03.21 მივყვებით გოლგოთის გზას - არქიმანდრიტი ათენოგენი (მდივანი)

Image
 

16.03.21 გავთავისუფლდებით ამ საშინელებისგან და განთავისუფლდება ერიც!!! - მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

Image
  "პოლიტიკური, რელიგიური და ადამიანობის კრიზისია. ქვეყნისადმი უპატივცემლობა არის შედეგი როდესაც წლებია სამათხოვროდ გვაქვს ხელი გაწვდილი. 3 მილიონ ადამიანს ვერ პატრონობს ხელისუფალი... კანონები ყველასთვის რომ მუშაობდეს, განურჩევლად ნათესაობისა და ახლობლობისა, დღეს ამ ნაგავში არ მოგვიწევდა ცხოვრება. ქვეყანა ოჯახების მიერ იყო და არის პრივატიზებული ( მათ შორის ეკლესია)... გავთავისუფლდებით ამ საშინელებისგან და განთავისუფლდება ერიც!!!"

16.03.21 სინოდმა წმინდა ღვაწლშემოსილებად უნდა შერაცხოს პოლიციის მთელი ოპერატიული შემადგენლობა - ბასილ კობახიძე.

Image
  "ჩვენი პოლიცია როგორც ეკლესიის სპეცდანიშნულების რაზმი. ერთის მხრივ პოლიცია სოფელ ტვიშში რკინის ჯვრებს დარაჯობს, რომ ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეეგეებმა რიონის ხეობაში არ აღმართონ. ''ლეჩხუმში, ტვიშსა და ქორენიშს შორის ორ კვირაზე მეტია პოლიციის ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში პატრულირებს. პოლიციამ მორიგეობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვიშში, ადგილობრივი მღვდლის, ლევან გოლეთიანის სახლის ეზოში რკინის 7 დიდი ჯვარი მიიტანეს. პოლიციელები ეზოში დალაგებულ ჯვრებს ყოველდღე ითვლიან, ფოტოს უღებენ და სამმართველოში აგზავნიან. ტვიშის მცხოვრებლების თქმით, პოლიცია იმიტომ დააყენეს, რომ ჯვარი ტვიშს იქით ვერ გადაიტანონ.'' ხოლო მეორეს მხრივ, მრევლად გადაცმული პოლიციელები მეუფე სტეფანეს წირვას ესწრებიან მარტვილში, რათა ნამდვილი მრევლის პროტესტი ჩაახშონ. სინოდმა წმინდა ღვაწლშემოსილებად უნდა შერაცხოს პოლიციის მთელი ოპერატიული შემადგენლობა."

16.03.21 გაჰკივით ეკლესია პრო რუსულიაო, აბა პრო დასავლური უნდა იყოს? - ლევან ტატურაშვილი.

Image
  "მინდა მივმართო ეკლესიის მიმართ უმადურ საზოგადოებას! როდემდე უნდა ლანძღოთ ეკლესია და ვერ დააფასოთ პირველი პირის ღვაწლი? აკეთოდ რეპორტაჟები და აკრიტიკოთ უცთომელი მამის ადმინისტრაცია? რით ვერ დაინახეთ ბრმანო ამდენი ისტორიული სიკეთე?! აივსო ეკლესია მონასტრებით საქართველო, 100ჯერ დიდი გახდა საეკელსიო მიწების სიდიდე ვიდრე ვატიკანი, აყვავდა აშენდა და მოოქროვდა ტაძრები, ხატები და რეზიდეციები, ჩვენ გვაქვს ხატები ტაძრებში სადაც ხატები ზოგი 8 000 000 და ზოგიც 10 000 000 ზოგი უფრო მეტი მილიონიანიც, გაიხსნა სემინარია აკადემიები! მერე რაა რომ იქ თავისუფალ სულს კლავენ ახალგაზრდებში? და დაშინებული ფსიქოლოგიიით ამყოფებენ? მთავარი ხომ ისაა რომ სწავლა უფასოა?, თუმცა კი ბატონო ამ მიზეზით ყოველ წელს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 25 000 000 ლარი გააქვთ მაგრამ რა თქვენი საქმეა მონებო? ანდა როდის ყოფილა ამდენი სასულიერო პირი ეკლესიაში? განა ეს დასაფასებელი არაა? მერე რაა რომ 50% გეი და პედოფილი (განა არუნდა გეებს სამსახური?) 30% მრუში და ნარკომანი (სად იშოვონ წამლისა თუ ბოზობის ფული უგულო განმკითხველებო?) 10...

16.03.21 ანტიკანონიკური და არალეგიტიმური "მოსაყდრე" - განცხადებას ავრცელებს რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია / Association of Religions Experts

Image
  ანტიკანონიკური და არალეგიტიმური "მოსაყდრე" "ორი მღვდელმთავრის მსხემობა ერთ კათედრაზე და ე.წ. "მოსაყდრის" (პირველიერარქის ასისტენტი, თანაშემწე, "მემკვიდრე", მოადგილე) ინსტიტუტის შემოღება საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა და დიდი სჯულის კანონის მიხედვით დაუშვებელია! კერძოდ, აღნიშნული ინსტიტუტის პროფანირებულ მხარეზე უთითებენ შემდეგი კანონები: მოციქ. 14; I მსოფ.8; II მსოფ. 2; ანტიოქ. 13, 22, 23; III მსოფ. 8; ტრულის 20 და სხვ. ამასთან, გარდა იმისა, რომ საკუთრივ მოსაყდრის ინსტიტუტი ნონსენსია, მეუფე შიოს შემთხვევაში თავად დასახელების ფორმაც კი დაირღვა (მოციქულთა 34-ე კანონი), რაც ავალდებულებდა პატრიარქს, რომ იმპერატიულად და ერთპიროვნულად არ ემოქმედა არცერთი გადაწყვეტილების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სინამდვილისთვის "მოსაყდრის" თანამდებობა მართვა-გამგეობის დებულებით დეკლარირებულია, იგი წინააღმდეგობაში მოდის ზემოთ დასახელებულ უძირითადეს კანონებთან! თუკი მაინც დავეყრდნობით უკანონო მოსაყდრეობის ადგილობრივ სახელოს, აქვე აუცილებლად ხაზგასმით უნ...

14.03.21 შპს მღვდლობას არ სჯერდებიან!!!! - მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

Image
  "აშკარაა რომ საპატრიარქოს აერია ხედვები... ინტერვიუს ვინც აძლევდა იქიდან ერთი ურალის სიყვარული გამო გაიქცა ეპრქიიდან, მეორეს ზნეობრივი დარღვევის გამო უარი ვუთხარი მღვდლობის კანდიდატად წარმედგინა მეუფისთვის და გამიბრაზდა  ესენი იმდენს იზამენ, საეკლესიო კრების სანაცვლოდ ღიად მოგვიწევს ამათ ,,ვაჟკაცობებზე'' საუბარი. შპს მღვდლობას არ სჯერდებიან!!!!"

14.03.21 საპატრიარქო დაკავებულია ხელისუფლებისგან დავალებული პოლუტიკური დაკვეთის შესრულებით - დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

Image
  "საპატრიაროს ქმედებები ყოველდღიურად აშორებს ერის უმრავლესობას ეკლესიისგან და კრიტიკულად განაწყობს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეიჯზე გუშინ გამოქვეყნებულ პოსტს გირჩის ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის წევრთა შესახებ, ორჯერ მეტი დაცინვა აქვს (1500-ზე მეტი დაჰავჰავების ემოცია) ვიდრე თანხმობა-მოწონება (იხ. ფაქტის დამადასტურებელი დღევანდელი სქრინები ქვემოთ), საპატრიარქოს საშინელი კრიტიკა და დაცინვა ხდება ასევე იქვე ასობით კომენტარში. საპატრიარქო, რომელიც არ ეხება და არ სჯის მაქარაშვილის სექტის წევრობას, რომელმა მიმდევრებმა მაქარაშვილი ღმერთად და ქრისტედ გამოაცხადეს და სხვა უამრავ ერესს და მკრეხელობას ავრცელებენ გულუბრყვილო და უცოდინარ ფანატიკოს მართლმადიდებლებში და ათასობით ადამიანს დიდ ცოდვაში აგდებენ, ამას არ აქცევს ყურადღებას, სამაგიეროდ მსჯელობს და სჯის ბუტაფორიული, ფიქტიური "რელიგიური" ორგანიზაციის ფიქტიურ წევრებს, ეს მიანიშნებს, რომ საპატრიარქოს არ აინტერესებს ორთოდოქსიის, ანუ მართლმადიდებლობის დაცვა და ერესების მხილება, არამედ დაკავებულია ხელისუფლე...

14.03.21 ჭყონდიდში პოლიციაა მობილიზებული - წირვაზე დასასწრებად ხალხი ავტობუსებით ჩაიყვანეს

Image
  ჭყონდიდის ეპარქიაში, საგანგებოდ მივლინებული მეუფე სტეფანე საკვირაო წირვას ატარებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავები რეზიდენციის ტერიტორიაზე ჯგუფ-ჯგუფად არიან განლაგებულნი, ისინი აკონტროლებენ ტაძრამდე მისასვლელ ყველა გზას. შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირების ნაწილი ეპარქიაში მეუფე სტეფანეს განმწესებას ეწინააღმდეგება. ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა მომავალ კვირას აქციას გამართავენ. პროტესტის ნიშნად სასულიერო პირების ნაწილი მღვდელმსახურებაში არ მონაწილეობს. არსებული ინფორმაციით, მერიისგან საჯარო მოხელეებმა, საკრებულოს თანამშრომლებმა სპეციალური დავალება მიიღეს, რომ დღევანდელ წირვას ოჯახებთან ერთად დაესწრონ. წირვაზე მისვლა დაევალა "პატრაქტივსაც", რომელსაც "ქართული ოცნება" არჩევნებში ხმების მობილიზებისთვის იყენებდა. ცნობისთვის, 8 მარტს, მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან  შეხვედრას მართავდა.  ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ახალი მმართველის გადაწყვეტილებით,...

14.03.21 ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს: საეკლესიო სამართალი თუ ,,სამართალდამცველები''... - მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

Image
  "არ გამიკვირდება ტანკიც აიყვანოს საპატრიარქომ სტეფანეს დასაცავად. კარგია... მალე ეს კორდონი საპატრიარქოსთან იქნება დასაყენებელი და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს: საეკლესიო სამართალი თუ ,,სამართალდამცველები''..."

12.03.21 შემზარავი ფაქტი მოხდა თურქეთში - დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

Image
  "შემზარავი ფაქტი მოხდა თურქეთში, განსაკუთრებით შემაჟრჟოლებელი ამ ამბის ბოლო წინადადებაა: 32 წლის ისმაილ კილინსერმა თავისი 10 წლის შვილი, ჰუსეინი მოკლა. შემთხვევა თურქეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. როგორც ისმაილმა პოლიციას განუცხადა შვილი იმიტომ მოკლა, რომ ის მას არ დამსგავსებოდა. „მე ის სამოთხეში გავგზავნე მანამდე, სანამ ის ჯერ კიდევ უცოდველი იყო“,- ამბობს ისმაილი.გამოცემის ინფორმაციით, ისმაილს თავისი ცხოვრების სტილის ძალიან რცხვენოდა და არ უნდოდა ბავშვიც მას დამსგავსებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისმაილი შვილის მკვლელობას 2 კვირის განმავლობაში გეგმავდა. მან მკვლელობის დროს თავისი ცოლი, 31 წლის რაბია მაღაზიაში საყიდლებზე გაგზავნა. „მეუღლე მაღაზიაში გავგზავნე. ჩემს შვილს ვუთხარი რომ უნდა მომეკლა. მას პატიება ვთხოვე, ვაკოცე და ჩავეხუტე“,- უთხრა პოლიციას ისმაილმა. ამ სიტყვების შემდეგ 10 წლის ისმაილმა მამას შემდეგი რაღაც უთხრა: „მეც მაპატიე მამა! " რა უნდა ვთქვათ, ეს ფაქტი მართალია მუსლიმურ გარემოში მოხდა და შეიძლება ზოგმა მათ რელიგიას დააბრალოს, მ...

12.03.21 ეკლესიას აზიანებს პოლიტიკოსობა ან პოლიტიკური პარტიისადმი შეხმატკბილებული დამოკიდებულება - მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

Image
  "შესაძლოა დღეს მიმდინარე მოვლენებმა გვაფიქრებინოს, რომ ასეთი ღიაობა აზიანებს ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ, ასევე შეგახსენებთ რომ ეკლესიას აზიანებს პოლიტიკოსობა ან პოლიტიკური პარტიისადმი შეხმატკბილებული დამოკიდებულება. ეკლესია როდესაც ირჩევს პარტიულობას (ამ შემთხვევაში მთავრობის მხარეს დადო ფსონი ძალაუფლების გამო საპატრიარქომ) ის აუცილებლად მარცხდება მორალურად. შეიძლება ,,ძალაუფლება” დროებით გაიხანგრძლივოს, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეს რომ იმპერიები იშლებოდა! საპატრიარქოს 40 წელი დასჭირდა ხელოვნური ავტორიტეტი და სახე შეენარჩუნებინა . ხალხს დაავიწყეს ქრისტე და შეაყვარეს ილია II, მის პიროვნებასთან და ოჯახთან გაიგივდა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა და სინოდი. ამის დანგრევა შესაძლოა მძიმე და მტკივნეული იყოს, მაგრამ გარწმუნებთ ნამდვილი ქრისტიანობის აღდგენა, პატიოსნებასა და სიყვარულზე დაფუძნებული ეკლესია უსწრაფესად დაიბრუნებს ჯვარცმულის ავტორიტეტს, რაც ილია მეორემ წაართვა საბჭოთა ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე. ის ებრძვის ქრისტეს ავტორიტეტს, მან მთელი ცხოვრება მოანდომა საკუთარი ეკლესია ჩამოე...

12.03.21 თქვენივე კანონდარღვევებით აღსავსე დებულებაში წერია ეს საინტერესო ჩანართი - მღვდელმონაზონი ანდრია სარია

Image
  "1995 წლის მართვა-გამგეობის დებულებაში არის ასეთი უცნაური, თუმცა საინტერსო შენიშვნა: ,,ყოველგვარი საჩივრის გარეშე საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრება უფლებამოსილია პასუხი აგებინოს იმ მღვდელმთავარს, რომელიც ცხადად არღვევს საეკლესიო კანონებსა და წესდებებს''. მეუფე პეტრეს წერილიც რომ არ შემოეტანა რაში ედავებით??? თქვენივე კანონდარღვევებით აღსავსე დებულებაში წერია ეს საინტერესო ჩანართი და სრული უფლება ჰქონდა პირდაპირ მოეთხოვა გამოძიება!!!!!"

11.03.21 პავლე მოციქული შეადარეთ ე.წ. მიტროპოლიტ სტეფანეს და დასკვნები თავად გამოიტანეთ. - იღუმენია თამარი გამყრელიძე.

Image
  "ე.წ. მრევლის საყურადღებოდ! იქნებ ვიკითხოთ წმ. წერილი და არ გავხდეთ უვიცების პროპაგანდის მსხვერპლი და ბრმად ნუ გავყვებით უღირს სასულიერო პირებს. წაიკითხეთ საქმე მოციქულთა მე-20 თავი, სადაც მოთხრობილია მოციქულმა პავლემ, როგორ შეწყვიტა ქადაგება, როცა ერთ-ერთ მსმენელს ჩაეძინა და გადავარდა, როგორ მივარდა დაშავებულს დასახმარებლად და სხვებიც დაამშვიდა, რომ დაშავებული ცოცხალი იყო. პავლე მოციქული შეადარეთ ე.წ. მიტროპოლიტ სტეფანეს და დასკვნები თავად გამოიტანეთ, როგორ დაინტერესდა თავის რეზიდენციაში 5 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნილების ბედით! მისი შუაღამისას ზუგდიდის საავადმყოფოში ვიზიტი, ვითომ დაშავებულის მოსანახულებლად და ფოტოების გავრცელება ხომ საერთოდ ამაზზრზენია! საქმე მოციქულთა. თავი 20. "7. და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე. 8. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით. 9. ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი...

10.03.21 სამარცხვინო მეუფეები სტეფანე და იაკობი

Image
 

10.03.21 რა მოხდა ჭყონდიდში - ერთდღიანი დაძაბულობა თუ ხანგრძლივი კონფლიქტის აფეთქება

Image
  რა მოხდა ჭყონდიდში - ერთდღიანი დაძაბულობა თუ ხანგრძლივი კონფლიქტის აფეთქება ჭყონდიდის ეპარქიაში ახლად მივლენილი მიტროპოლიტის მოწვეული პირველივე კრება ხმაურითა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.  სინოდის მიერ ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ჩამოშორების შემდეგ იქ მივლენილმა ერთმა ეპისკოპოსმა უკვე თქვა უარი მსახურებაზე - ვერ ააწყო ადგილობრივ მღვდელთმსახურებთან ურთიერთობა. ეპისკოპოსი სტეფანე ჯერჯერობით სიმტკიცეს იჩენს და ამბობს, რომ ვინც მას უპირისპირდება, ის ეკლესიის მოწინააღმდეგეა. მეუფე სტეფანე თავის მოწინააღმდეგედ მედიის ნაწილსაც მიიჩნევს. ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის კითხვებს, გუშინ კრების დასრულებისას რეზიდენციის მეორე სართულიდან გადავარდნილი ადამიანების შესახებ, ის გალობით პასუხობდა. 8 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავდნენ ჟურნალისტებიც - 9 მარტს, ეპისკოპოსმა მღვდელმსახურების და მრევლის ნაწილთან კონფლიქტის მიზეზებზე საუბრის ნაცვლად მედიის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მედია მიზანმიმართულად იბრძვის ეკლესიის წინააღმდეგ. მეუფე პეტრე ამბობს, რომ ეკლესიაშ...