Posts

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

Image
  ეს საკითხი, მინიმუმ, სინოდის ფარულ კენჭისყრაზე უნდა გაიტანონ 24 აპრილს. მხოლოდ სინოდის გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონიკურ პასუხად. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ არის უფლებამოსილი გასცეს პასუხი ამ შეკითხვას. 24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი, მოციქულთა 25-ე კანონის დარღვევა. ასეთი უფლებამოსილება (გადახედოს წინა სინოდის მცდარ გადაწყვეტილებას) გააჩნია მხოლოდ სინოდს, და არა მოსაყდრეს, და მითუფრო, ა. ჯაღმაიძეს, ერთპიროვნულად!  თეოლოგი ვლადი ნარსია 🔻💬 „უცნაურია, რომ ყოველთვის ისეთ რაღაცაზე აპელირებენ, რომელიც ეკლესიას დააზიანებს. 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის განჩინებაში წერია, რომ ის აღარ არის სინოდის წევრი. არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის უფლება შეიძლება ბევრს უნდოდეს, მაგრამ ამის საშუალება აღარ არის მეუფე პეტრესთვის“ | ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე  TV იმედთან საუბრისას. 🔴 ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას...

შეთქმულებით პატრიარქი არ უნდა აირჩეს! - ლადო გამსახურდია

Image
ჭყონდიდელი მეუფე პეტრე ცაავა მამათმავლობისა და სოდომ-გომორის მხილებელი ქართულ ეკლესიაში და განდევნილი წმინდა სინოდისგან, სინოდის რომელმაც ამჯობინა ცოდვების დამალვა და პასუხ გაუცემლად დატოვა უამრავი კითხვა უმძიმეს ცოდვებთან დაკავშირებით.  შეთქმულებით პატრიარქი არ უნდა აირჩეს! არა რუსეთის დასმულ პატრიარქს! მეუფე პეტრე ცავაა ჭყონდიდელი არის ერთადერთი გაბედული ფიგურა ქართულ ეკლესიაში, რომელიც დღესაც ხმამაღლა ამბობს სათქმელს, მაგრამ როგორც ყოველთვის სიმართლე სურთ ჩაქოლონ და სიბნელეს სურს გაიმარჯვოს ნათელზე!  

მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ , ამა წლის 23 მარტს საპატრიარქოში გაგზავნილი მიმართვა

Image
  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს  მე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსში მყოფი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), წარმოგიდგენთ წინამდებარე მიმართვას: ხელდასხმის წმინდა საიდუმლოს მადლით ჩემზედ მონიჭებული წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი იესო ქრისტეს ეკლესიის წინაშე გამოვხატო მზაობა, რათა სამოციქულო კანონებისა და კანონიკური ტრადიციის შესაბამისად, სრულფასოვანი ხმის უფლებით, მონაწილეობა მივიღო საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჩემზე დაკისრებული მრავალგზისი მსჯავრი ეწინააღმდეგება მოციქულთა 25-ე კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვით ერთი დანაშაულისთვის ორგზისი დასჯა დაუშვებელია. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მოძღვრების თანახმად, ეპისკოპოსს წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილება ენიჭება ხე...

დეკანოზი გიორგი მამალაძის განცხადება

Image
  ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამოყენება ფსევდო ანალიტიკოსებისა და ხელმოცარული ოდიოზური პოლიტიკოსების მიერ, რომელნიც ერთისმხრივ სხვას მოუწოდებენ ეკლესიის შიდა საქმეებში არ ჩარევისკენ, ხოლო მეორეს მხრივ საეკლესიო საკითხებს ვიწრო პოლიტიკური პოპულიზმისა და საზოგადოებრივი განწყობების მანიპულირებისთვის იყენებენ რბილად რომ ვთქვათ ამაზრზენია. პოლიტიკურმა თუ ანალიტიკურმა ინტერპრეტაციებმა, აუცილებელი გახადა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პრინციპული და ცალსახა პოზიცია: ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩემს ტყვეობასა და ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო საქმეს პოლიტიკური ვაჭრობის თუ „შეთქმულების“ კონტექსტში განიხილავს, ემსახურება მხოლოდ ავტორების პოლიტიკურ გადარჩენას და არა სიმართლეს. სრულიად მიუღებელია მორწმუნე საზოგადოების გრძნობებზე თამაში საკუთარი რეიტინგის ამაღლების გამოსაყენებლად, მით უმეტეს მაშინ, როცა სახარებისეული სწავლებისგან გაუცხოებული საზოგადოების ნაწილი გლოვობს.პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა და არც ახლა არის პოლიტიკური დაპი...

ზვიად გამსახურდიას უაღრესად საინტერესო წერილი 80-90-იანი წლების სიტუაციაზე საპატრიარქოში

Image
  ზვიად გამსახურდიას უაღრესად საინტერესო წერილი 80-90-იანი წლების სიტუაციაზე საპატრიარქოში: ''პატრიარქი ილია მეორე "სუკ"-ის მითითებით წარმართავდა ჩემთან ურთიერთობას. იგი მე არასოდეს მღებულობდა, ყოველნაირად ცდილობდა ჩემს გაძევებას სიონის მრევლიდან, ვინაიდან მე ვამხელდი სუკის მოქმედებას ეკლესიაში და მის კოლაბორაციონიზმს. იმხანად დიდი სახელი გაუვარდა ერთ-ერთი რუსული ტაძრის, ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოძღვარს - რაფაელს. რახან ქართველ მოძღვრებში ვერავინ ბედავდა ჩემს ზიარებას, 1984 წელს მივმართე ზემოთხსენებულ პიროვნებას, მაგრამ მისგანაც უარი მივიღე. მან მაგრძნობინა, რომ თუ მე არ დავანებებდი თავს დისიდენტურ მოღვაწეობას, იგი ვერ გახდებოდა ჩემი მოძღვარი და ვერ მომცემდა ზიარებას. ასე რომ 1979-1987 წლებში ზიარებაც კი აკრძალული მქონდა. როდესაც ამირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, მოძღვრად გამომეცხადა ერთი მღვდელი, მაგრამ მისი მოძღვრობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი განუწყვეტლივ შემოდიოდა ჩემთან სათხოვრებით თავისთვის და თავისი ნათესავებისთვის. გამორჩენის გარდა არაფერზე ფიქრობდა...

ცრუ ქრისტიანობის მხილება - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

Image
  საგულისხმოა რომ იესო ქრისტეს ისტორია იწყება ჩუმი და უხმაურო განკაცებით, ანუ საზოგადოებრივი დუმილით და არა ტრიუმფით, არა აპლოდისმენტებით, არამედ უკიდურესი მოკრძალებით, რაც მომცრო ბოსელში შობით გამოიხატა, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს ერეკებოდნენ. იგი არ შემოსულა სამყაროში, როგორც ძალაუფლების დემონსტრატორი. არც საკუთარი ღვთიურობის თეატრალიზება არ მოუხდენია. პირიქით, მოვიდა როგორც კრავის სიჩუმე, როგორც დაუცველობა, როგორც ბავშვის უყვედრელი ტირილი ბაგაში. სწორედ ეს არის პარადოქსიც, რომელიც ქართველთა გაწარმართებულ, პაგანისტურ და კერპთაყვანისმცემლურ გონებას დღემდე აშფოთებს: ღმერთი, რომელიც არ ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას. ქრისტეს არსებობა ერთი შეხედვით "არაესთეტიკურია" ამქვეყნიური კრიტერიუმებით. მას არ ჰქონდა პოლიტიკური ძალა, სოციალური კაპიტალი, სახალხო აღიარება, ქონება, სახლი, სადაც თავს შეაფარებდა. მისი სიტყვებიც კი ხშირად არ იყო მორგებული მასების გემოვნებაზე. ამასთან, ის არ ელოლიავებოდა ადამიანთა ეგოს, არამედ ამხელდა: ცოდვას, არღვევდა თვითკმაყოფილ ილუზიებს, საზოგადოე...

კითხვები პატრიარქის ანდერძის გარშემო - თეოლოგი ვლადი ნარსია

Image
  “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.” (დებულება, თავი IV, §6.) რატომ არ აკეთებს განცხადებას ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი?  რატომ აკეთებს განცხადებას დებულებით უუფლებო და კანონიკურად ძალაუფლების არმქონე დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე?  რატომ აკეთებს განცხადებას საეკლესიო საზოგადოებაში სრულიად დისკრედიტირებული, ნულოვანი რეპუტაციის მქონე გიორგი ზვიადაძე? - “მე, როგორც ვიცი, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არანაირი ანდერძი არ არსებობს და ვერ იარსებებს“. ამ წინადადების ლატენტური აზრი - “მე როგორც ვიცი... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია“ - ადასტურებს, რომ მისი ცოდნა (გონება!) შეზღუდულია. რაც ტოვებს შესაძლებლობას, ვითარების შეცვლის შემთხვევაში, განაცხადოს, რომ მან იმ მომენტში ის არ იცოდა, რაც ახალი გარემოებებით გახდა ცნობილი. ასეთი ...