მამაო დოროთე, ღრმად პატივცემულო მოძღვარო, მოგმართავთ ღიად, იმედითა და ჩემს შესაძლებლობებში ჩატეული სიყვარულით, რომელიც მტკივნეული პასუხისმგებლობით კვებავს ჩემი სინდისის ხმას და არ მაძლევს უფლებას, რომ თქვენგან მომდინარე ორმაგ სტანდარტებსა თუ უცნაურ ცალმხრივობას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში წარმოშობილ ლეგიტიმურ შეკითხვებს გულგრილად შევყურო! "ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი" (1 ინ. 5,17). ვინაიდან მიგაჩნიათ, რომ საერო მმართველობის საჯარო მხილება საკმარისია ქრისტიანული პასუხისმგებლობის შესასრულებლად, მაშინ როცა საეკლესიო სივრცეში გამეფებულ სულიერ უზნეობაზე დუმილი მხოლოდ ნაწილობრივ ვაჟკაცობას მოწმობს, და ნაწილობრივი ვაჟკაცობა, როგორც ყოველი ნახევრადქრისტიანობა, სახიფათო ილუზიაა, სწორედ შექმნილი გარემოების გათვალისწინებით გადავწყვიტე, რომ შვილობრივად მომემართა ეპისტოლარულ ჟანრში. მოგმართავთ არა როგორც იდეოლოგიური ოპონენტი, არამედ როგორც ემიგრაციაში (საფრანგეთი) იძულებით გახიზნული, თქვენივე ფსევდოსაპატრიარქოს, ცრუ სინოდისა და სერვილისტუ...
Comments
Post a Comment