"საქართველოს საპატრიარქოს ჰყავს ასეთი სასულიერო პირი, მგონი არქიმანდრიტია ახლა, ილია მარგველაშვილი ჰქვია, რომელმაც, თავისივე თქმით, 2012 წელს, ციხის კადრების ნახვით აღშფოთებულმა, დატოვა ჭყონდიდის ეპარქია, მიზეზად კი მეუფე პეტრესთან უთანხმოება დაასახელა, სინამდვილეში კი თავის პატივმოყვარეობას ვერ სძლია და გაეცალა მას. ბატონ ილიას ,,აღშფოთება" რომ მხოლოდ ნიღაბი იყო, ეს იქედანაც ჩანს, რომ ხსენებული ,,მღვდელი", მაშინ აღშფოთებულ-შეშფოთებულ-გადაფსიხებული; დღეს, როცა ნინოწმინდის ბავშვების მდგომარეობას ხედავს, თავისივე ,,საძმოსთან" ერთად გაყურსულია თავის ,,სალხინებელში" და მიმდინარე პროცესების დროს ხმა არ გაუღია და არ უთქვამს, რომ ძალადობა არის დანაშაული, რომ უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბავშვებს ცუდად ეხება. სამაგიეროდ, გამწარებული დარბის ტელევიზიებში, ოღონდ კი მეუფე პეტრეს ჩირქი მოსცხოს. აქაც ჩანს მისი ,,გულწრფელობა". გარდა ამისა, ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად დასახელებული ციხის კადრები და უთანხმოება ახალაიებთან, საბოლოოდ, იმით დასრულდა, რომ ...