21.05.21 დეკანოზი ილია ჭიღლაძე - კულტ. მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გუშინდელი განცხადებაში ისრების მიმართვა თორნიკე ბარათაშვილისადმი არის სამარცხვინო და ამორალური ქმედება.

 


"კულტ. მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გუშინდელი განცხადებაში ისრების მიმართვა თორნიკე ბარათაშვილისადმი არის სამარცხვინო და ამორალური ქმედება, ფსკერის დონეზე უფრო დაბლა დაშვება. თორნიკე არის გელათის დიდი ჭირისუფალი და სამშობლოს პატრიოტი, ხოლო ხარაჩოებზე ასასვლელი ეხლა კი არ უნდა ჩაკეტონ გარეშე პირებისათვის, როცა აღმართეს მაშინ უნდა ექნათ ეს, უსაფრთხოების ელემენტარული წესია.

კვლავ გავიმეორებ, რომ სახელმწიფო ჩინოსნების მიერ გელათის ტრაგედიის 2008 წელზე გადაბრალება ასევე არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რადგან 2016 წლამდე რაც გაკეთდა გელათში, ყველაფერი იყო და არის სანიმუშო. თუ 2008 წლის გეგმა-პროექტს ჰქონდა ხარვეზები, გაესწორებინათ 2012 წლიდან, სირცხვილი და სიბრიყვეა ახლა, 2021 წელს ამის ძახილი ხელისუფლებისაგან და 2016-2020 წლების უხარისხო, არაპროფესიონალური, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დამაზიანებელი ფსევდო სარესტავრაციო პროცესზე პირდაპირი პასუხისმგებლობის არიდება."


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.