ბექა ჭიჭინაძე - რუის-ურბნისის კრების XVIII და XIX კანონები ეხება ,,სოდომურ ცოდვასა" და გინებას
რუის-ურბნისის კრების XVIII და XIX კანონები ეხება ,,სოდომურ ცოდვასა" და გინებას, გინება სოდომიის გაგრძელებად მიიჩნეოდა: ,,ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არათუ მარტო არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას, არამედ თუნდაც ხუმრობით და სიტყვით იტყვის რაღაც საამისოს, ამის გამომხატველ და მიმსგავსებულ სიტყვას და საქმეს წარმოაჩენს, უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა, გოგირდში არეული სოდომური ცეცხლის მსგავსად. ხოლო იმქვეყნად ამ ცოდვის ჩამდენს მიიღებს იგი, ვინც დადის უფლის წინაშე და სწვავს ირგვლივ ღმერთის მტრებს. ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის". XIX კანონის მიხედვით, მისალმების დროს ადამიანები ერთმანეთს ეთაყვანებიან (ქართული ,,თაყუანება" - მისალმება) იმიტომ, რომ ერთმანეთში ღვთის ხატებაა დამკვიდრებული, ადამიანზე გინების დროს კი შეგინებულია ღვთის ხატებაც მასში: ,,ამიტომ ვადგენთ, რომ ეს ღმრთის შ...