Posts
Showing posts from August, 2025
რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია - ღია წერილი ბოლნისის მთავარეპისკოპოს ეფრემს (გამრეკელიძე)!
- Get link
- X
- Other Apps

ღია წერილი ბოლნისის მთავარეპისკოპოს ეფრემს (გამრეკელიძე)! თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფეო ეფრემ, მოგმართავთ, როგორც გულით დამძიმებული, იმედგაცრუებული და ქრისტეს წინაშე პასუხის მომლოდინე! გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მრევლის გული სავსეა შფოთვითა და ფრუსტრაციით. ერისა და ეკლესიის წინაშე მდგარი სირთულეები: სულიერი, ზნეობრივი, პოლიტიკური თუ სოციალური, მრავალი ადამიანის სულს აწვება. ჩვენ ვხედავთ, როგორ სუსტდება რწმენის ხმაური ურცხვი სიჩუმით, და როგორ იცვლება მწყემსთა ხმა გაურკვეველი დუმილით იმ დროს, როდესაც მრევლი ელის გაბედულ, სუფთა და მართალ ნაბიჯებს. ჩვენი ეკლესიის სახელი შერცხვენილია არაერთი საჯარო სკანდალით, და როცა სიმართლე ითხოვს ხმას, ზოგიერთნი მერკანტილურად ემორჩილებიან უმართებულობას. მრავალი წელია გიმზერთ არა როგორც უბრალო ადამიანისთვის დამახასიათებელი ცვლილების მოწმეს, არამედ როგორც ეკლესიის ეპისკოპატის ერთ-ერთი იმ წარმომადგენელს, ვინც ნელ-ნელა შორდება პირვანდელ უბრალოებას, თავშეკავებასა და ღვთისმოშიშებას და იძირება იმავე სულიერ დეკადანსში, რომელმაც მ...