Posts

Showing posts from July, 2025

ღია წერილი მის მაღალღირსებას – არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ! -გიორგი ტიგინაშვილი

Image
  მამაო დოროთე, ღრმად პატივცემულო მოძღვარო, მოგმართავთ ღიად, იმედითა და ჩემს შესაძლებლობებში ჩატეული სიყვარულით, რომელიც მტკივნეული პასუხისმგებლობით კვებავს ჩემი სინდისის ხმას და არ მაძლევს უფლებას, რომ თქვენგან მომდინარე ორმაგ სტანდარტებსა თუ უცნაურ ცალმხრივობას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში წარმოშობილ ლეგიტიმურ შეკითხვებს გულგრილად შევყურო! "ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი" (1 ინ. 5,17). ვინაიდან მიგაჩნიათ, რომ საერო მმართველობის საჯარო მხილება საკმარისია ქრისტიანული პასუხისმგებლობის შესასრულებლად, მაშინ როცა საეკლესიო სივრცეში გამეფებულ სულიერ უზნეობაზე დუმილი მხოლოდ ნაწილობრივ ვაჟკაცობას მოწმობს, და ნაწილობრივი ვაჟკაცობა, როგორც ყოველი ნახევრადქრისტიანობა, სახიფათო ილუზიაა, სწორედ შექმნილი გარემოების გათვალისწინებით გადავწყვიტე, რომ შვილობრივად მომემართა ეპისტოლარულ ჟანრში. მოგმართავთ არა როგორც იდეოლოგიური ოპონენტი, არამედ როგორც ემიგრაციაში (საფრანგეთი) იძულებით გახიზნული, თქვენივე ფსევდოსაპატრიარქოს, ცრუ სინოდისა და სერვილისტუ...

ვიცოდეთ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

Image
ვიცოდეთ: 1) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომლის არჩევას და ინტრონიზაციას დაესწრო რუსეთის პატრიარქი. 2) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომელსაც ქართულ სკოლაში არ უსწავლია არასოდეს. 3) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომელიც ერისკაცი (სტუდენტი) ბერად ისე აღკვეცეს, რომ მონასტერში როგორც სამონაზვნო/საბერო მორჩილს არასოდეს უცხოვრია და სამონასტრო მორჩილება არ გაუვლია. 4) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომლის დროსაც ქართული ეკლესია მოიცვა რელიგიურ-დოგმატურ ნიადაგზე აღმოცენებულმა სქიზმებმა, ანუ საეკლესიო განხეთქილებებმა (1995, 1997…), რაც მანამდე არასოდეს ყოფილა ქართულ ეკლესიაში. 5) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომელიც ოფიციალურად ბრალდებულია სოდომიაში მღვდელმთავრისა და მისი აღვირახსნილობის მსხვერპლების მიერ. 6) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომლის დროსაც ქართველმა ერმა მასობრივად დაიწყო ემიგრაცია და საქართველოს დატოვება. გაჩნდა უზარმაზარი დიასპორები ევროპაში და ამერიკაში. რითაც ქართველი ერი გად...