ვიცოდეთ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
ვიცოდეთ:
1) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომლის არჩევას და ინტრონიზაციას დაესწრო რუსეთის პატრიარქი.
2) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომელსაც ქართულ სკოლაში არ უსწავლია არასოდეს.
4) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომლის დროსაც ქართული ეკლესია მოიცვა რელიგიურ-დოგმატურ ნიადაგზე აღმოცენებულმა სქიზმებმა, ანუ საეკლესიო განხეთქილებებმა (1995, 1997…), რაც მანამდე არასოდეს ყოფილა ქართულ ეკლესიაში.
5) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომელიც ოფიციალურად ბრალდებულია სოდომიაში მღვდელმთავრისა და მისი აღვირახსნილობის მსხვერპლების მიერ.
6) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომლის დროსაც ქართველმა ერმა მასობრივად დაიწყო ემიგრაცია და საქართველოს დატოვება. გაჩნდა უზარმაზარი დიასპორები ევროპაში და ამერიკაში. რითაც ქართველი ერი გადაშენების საფრთხის ქვეშ მოექცა.
7) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომელის პატრიარქობაშიც ერის საკმაო ნაწილი მართლმადიდებლობიდან გადავიდა სხვადასხვა სექტებში. მანამდე ქართველი სექტანტი დიდი იშვიათობა იყო. მანამდე როგორც წესი, სექტანტები არაქართველები იყვნენ ხოლმე საქართველოში.
8)ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომლის არჩევა საქართველოს პატრიარქად რუსი მიტროპოლიტის (ზინობი მაჟუგა) ხმამ გადაწყვიტა და მანვე დაასახელა იგი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობის კანდიდატად. იმდროინდელი ქართველი ეპისკოპოსებიდან 3 მისი მოსაყდრეობის და გაპატრიარქების წინააღმდეგი იყო, მომხრე იყო მხოლოდ 2.
9) ილია II არის ერთადერთი პატრიარქი საქართველოსი, რომელიც ქალის ხელით მართავდა ეკლესიას და დაინიშნა საკუთარ მდივნად საერო პირი, არამონაზონი, არასაეკლესიო განათლების მქონე, სამაგიეროდ კაგებეს შემოგდებული გამობრძმედილი კაგებეშნიცა.
Comments
Post a Comment