Posts

Showing posts from August, 2024

09.03.2021 ეკლესიაში დაიკარგა ჭეშმარიტების დამოწმების საჭიროება - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

Image
  დაუკვირდით ეპისკოპოსების აბსოლუტურ უმრავლესობას - ისინი ეგოისტური უტიფრობით სხედან თავიანთ ფეშენებელურ რეზიდენციებში, ფუნდამენტურად მნიშვნელოვან არცერთ საკითხზე არა აქვთ პოზიცია, არ შეუძლიათ პრინციპების დაცვა, არიან ზნეობრივად რელატიურები, არ გააჩნიათ ხედვა და ღირსება, არ არიან ემპათიურები, ვერ ეწინააღმდეგებიან დედადედოფალ შორენას, აკერპებენ და აფეტიშებენ კრემლის რეზიდენტ პატრიარქს, ცხოვრობენ ფუფუნებაში, არიან უინტელექტოები, ფეხებზე ჰკიდიათ მარადიული ხვედრი!.. ამ ყველაფრის ფონზე კი ტრაგედია ისაა, რომ ეკლესიაში დაიკარგა ჭეშმარიტების დამოწმების საჭიროება, ინსტიტუციონალური გაგება, რწმენა და ემპათია. სიმკაცრემ, რომელიც უსიყვარულოა - წარმოშვა შიზოფრენია და აგრესია მმართველ რგოლში... ეს ცრუეკლესიაც საბჭოთა მემკვიდრეობის ნაყოფია, ეს იერარქიაც - კაგებეს და ფეესბეს სპეცსამსახურების კაბინეტებშია ხელდასხმული! ახლა კი სახეზეა კომატოზური კრიზისი! ვერ აუღეს ალღო თანამედროვე ტექნოლოგიებს და მოექცნენ ჩიხში. თან დააკვირდით, ეკლესია ითხოვს არა რელიგიურ უფლებებს, არამედ პოლიტიკურ და ფინანსურ ბერკეტ...

09.03.2021 მარტვილში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე მეუფე პეტრე დღის სტუმარში

Image
 

08.03.2021 ეკლესია, ეს არის რუსეთის საელჩო საქართველოში. - ნუგზარ სულაშვილი

Image
ეკლესია, ეს არის რუსეთის საელჩო საქართველოში. მომიტევეთ პატიოსან მსახურთა მცირე ნაწილმა, რომლებიც ქრისტეს კალთაზე ებღაუჭებით რომ საერთოდ არ მიგვატოვოს, მაგრამ ფაქტია, კრემლისთვის ქართული ეკლესია ყველაზე მყარი საყრდენია ჩვენს ქვეყანაში.

08.03.2021 ერო გამოიღვიძე! - ბალდის მონასტრის მრევლი.

Image
  ერო გამოიღვიძე! დღეს, შემზარავ ფაქტს შევესწარით! ე.წ. "მეუფე" სტეფანემ, რომელიც რამდენიმე დღეა მარტვილის საკათედრო ტაძარში განაწესეს, მრევლს უგუნურს გვიწოდებს. მრევლს, რომელმაც თხოვნით მივმართეთ, რომ შეგვხვედროდა და დაგვლაპარაკებოდა. სხვებთან საუბრობდა, იქ ასასვლელად ჯერ არ ვარ მზადო. რა მზაობაზე ჰქონდა ნეტავ საუბარი? სინოდის სხდომა, რომელიც ერთი საათი მიმდინარეობდა...რატომ გაგრძელდა ამდენხანს დღევანდელი შეკრება? ვითხოვთ ღიაობას! ვითხოვთ, დღის წესრიგში დააყენონ მეუფე პეტრეს საკითხი! დართეთ ნება, რომ დაამტკიცოს თავისი ბრალდება! საჯაროდ! არა, ისე, როგორც დღეს კონცერტები მართეთ! არამედ, საქვეყნოდ! ჩვენც, ერი უნდა ვიყოთ ამ ყველაფრის თვითმხილველნი! გეყოფათ, ჩვენი მოტყუება! გეყოფათ ჩვენი დაცინვა! ეს არ უქადაგია უფალს! უფლის გამყიდველებო! გეშინოდეთ! რას პასუხობთ უფალს?! ერთ დღეს, ყველანი გარდავიცვლებით, უფლის წინაშე წარდგომისას, რა გექნებათ სათქმელი?! დღევანდელი დღე თქვენი სირცხვილია!!! დღევანდელი დღე საპატრიარქოს ილუსტრირებაა!!! ცრუ მეუფემ,რომელმაც დღეს ახალგაზრდები დაასახიჩრა, გ...

08.03.2021 ამ ყველაფერს რა საერთო აქვს ქრისტიანობასთან? - თეოლოგი ვლადი ნარსია

Image
  ქრისტეს ეკლესია გადააკეთს რეზიდენციად, შტაბად და საპატრიაქოდ, რომელსაც თურმე სასაქონლო ღირებულება გააჩნია (საკუთრება). საეკლესიო კრება გადააკეთეს "სხადნიაკად" და განდობილების ბაზარად. სიმართლის ძიებას დაარქვეს შტურმი და შეჭრა. დევნა და მდევნელები უწოდეს იმ სასულიერო პირებს, რომელზეც "კრება" მსჯელობდა, მაგრამ თავად ეს სასულიერო პირები არ მიიწვიეს კრებაზე აზრის გამოსათქმელად. მითხარით, ამ ყველაფერს რა საერთო აქვს ქრისტიანობასთან?

09.03.2021 ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ეპისკოპოსობა არაკანონიერია ჭყონდიდში - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

Image
  ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ეპისკოპოსობა არაკანონიერია ჭყონდიდში, რადგან სტეფანე ცაგერ-ლენტეხის ეპისკოპოსია დღემდე, რომელიც ცდილობს დაიპყროს სხვა ეპარქია- ჭყონდიდი. ზოგადად, საეკლესიო კანონები კრძალავენ ეპისკოპისის მიერ ეპარქიის შეცვლას, გარდა დიდი საჭიროებისა და გამონაკლისისა. ამასთან ერთად, ჭყონდიდის სამღვდელოებას და მრევლს სურს მიტროპოლიტ პეტრეს ჭყონდიდლობა კვლავ, შესაბამისად ყველა სხვა გაგზავნილი გრიგოლ კაცია, სტეფანე თუ ფრანჩესკო, ვინც არ უნდა იყოს, არის ეპარქიის მიმტაცებელი, რომელთაც სახარება სასყიდლით დადგინებულს უწოდებს, თორემ ანგარება და უკეთესი ეპარქიის მიღების დაუოკებელი წყურვილი რომ არ ჰქონოდეთ, ან სტეფანემ რატომ მიატოვა თავისი სამწყსო ამ გაჭირვებაში (ნამახვანჰესის ამბებში) და ჭყონდიდში გაიქცა, ან იოანე გამრეკელმა რატომ მიატოვა რუსთავის ეპარქია უეპისკოპოსოდ და ქუთაისში გაიქცა, თან რუსთავის გულდაწყვეტილ, დაობლების მომლოდინე მრევლს აჩუმებდა, ხმა არ ამოიღოთ უფლის ნებაა თუ გადავედი აქედანო. P.S. როდესაც ეპისკოპოსი სამწყსოსაგან თავს იცავს პოლიციით, ის ეპისკოპოსი აღა...

08.03.2021 მარტვილში, ჭყონდიდელის რეზიდენციაში, ამ წუთებში მიმდინარეობს სამღვდელოების კრება მრევლის საპროტესტო აქციის ფონზე.

Image
  მარტვილში, ჭყონდიდელის რეზიდენციაში, ამ წუთებში მიმდინარეობს სამღვდელოების კრება მრევლის საპროტესტო აქციის ფონზე. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს გადაწყვეტილებას, როგორ მრევლი ასევე სასულიერო პირებიც აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიმმა სტეფანემ, ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

08.03.2021 "ილია მეორე ასეთი თახსირი თუ იყო რატომ არ გააგდეს ამდენხანსო" - მღვდელმონაზონი ანდრია სარია

Image
  ილია მეორე ასეთი თახსირი თუ იყო რატომ არ გააგდეს ამდენხანსო, დამიწერა ერთმა. ამაზე ასეთ პასუხს გაგცემთ: შევარდნაძე რა თახსირიც იყო ვიცოდით, მაგრამ რამდენი წელი დაგვჭირდა ერს მის გადასაგდებად? ერმა რამდენი ,,ლინჩის წესი”, კრიმინალი, ქურდული გარჩევები და ბლატაობები მოითმინა?! განა მათთან ერთად არ ,,ძოვდნენ” წლები. ადამიანი ნეხვსაც ეგუება ზოგჯერ. მაგრამ ახლა დადგა დრო ამ სიბიმძურისგან განვიძარცვოთ!!!

08.03.2021 მიხიზმის ერესის ნიშნები საქართველოს ეკლესიაში - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

Image
  ეს ტერმინი უდიდესი ღირსი მამის, წმ. თეოდორე სტუდიელის შემოტანილია, რითაც ის აღნიშნავდა მის დროს უკანონო, არასჯულისმიერი ქორწინებების შეწყნარებას ეკლესიის იერარქიის მიერ. შეიძლება ითქვას ეს დარღვევა და რჯულის ღალატი მთელი ძალით და ბევრად უხეში ფორმებით დღეს მოდებულია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში : 1. ილია მეორის პატრიარქობაში, 1980-იანი წლების დასაწყისში ორი მოქმედი მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი თადეოზ იორამაშვილი და ეპისკოპისი ვახტანგ ახვლედიანი დაოჯახდნენ, პირველ მღვდელმთავარს 6 შვილი შეეძინა, მეორეს კი ორი. მათ საეკლესიო კანონებით სამღვდელმთავრო ხარისხიდან სრული განკვეთა უნდა მისჯოდათ, ილია მეორემ კი მღვდელმთავრობაც შეუნარჩუნა და შემდგომში წოდებებიც მოუმატა, მეუფე ვახტანგს მთავარეპისკოპოსობა, წლების შემდგომ მიტროპოლიტობა, მთავარეპისკოპოს თადეოზს კი მიტროპილიტობა მიანიჭა, ისე რომ ორივე მუდამ აგრძელებდა ოჯახში ცხოვრებას, აწგანსვენებული თადეოზი გარდაცვალებანდე, ხოლო მეუფე ვახტანგი კი დღემდე; ეს ფაქტები (მღვდელმთავრის დაოჯახება და მისთვის საეპისკოპოსო ხარისხის და უფლებები...

06.03.2021 იმაზე დაფიქრდით რასაც საპატრიარქო გიკეთებთ - მღვდელმონაზონი ანდრია სარია

Image
  ვთანხმდებით იმაზე რომ ყველას გვაქვს ამბიცია მართალ სიტყვაზე (ამაში ცუდი არაფერია), მაგრამ მე გეტყვით როგორ მესმის ეს ყველაფერი: ძალიან ძნელია ყოველთვის ილაპარაკო სიმართლე, თითქმის შეუძლებელია, მაგრამ დგება დრო როდესაც მოვლენებს აფასებ ობიექტურად და არ გსურს სიდამპლეში ჩაიძირო. როდესაც ვაკრიტიკებთ საქართველოს საპატრიარქოს (არა ეკლესიას და სახარებას), ყველა ვიზიარებთ პოზიციას რომ ეს ინსტიტუტი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ქართულ საქმეს არ ემსახურება. დავფიქრდეთ, ვინ დგას ამ ინსტიტუტის სათავეში? ვინ აწერს დოკუმენტებს ხელს? ვინ აკეთებს შეფარულ, ფარისევლურ და უცნაურობებით აღსავსე განცხადებებს? ვინ დააჯილდოვა ეპისკოპოსები, რომლებიც ეკლესიისა და ქვეყნისთვის საშიშ განცხადებებს აკეთებენ? მას პატრიარქი არ ქვია? ყოველი დეტალიდან ჩანს რომ ის კარგად არის ინფორმირებული. ამბობენ: პოლიტიკურ საკითხებში ჩვენ არ ვერევითო, მაგრამ გადავხედოთ: ოცნების აგიტაციასა და პარტიულ პრეზენტაციას რამდენი მღვდელმთავარი დაესწრო? ეს დასწრება რამდენმა ,,ევროპულად” მოაზროვნე ეპისკოპოსმა გააკრიტიკა?! მოვისმინეთ რამე საპ...

05.03.2021 რა დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე მეუფე შიოს, რომ ან მოსაყდრედ იყოს, ან სამომავლოდ პატრიარქად?! - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

Image
  ვინაა მოსაყდრედ გამოცხადებული მიტროპოლიტი შიო მუჯირი და რამდენად კანონიერია მისი მოსაყდრეობა?! პატრიარქის მიერ მისი მოსაყდრედ გამოცხადება 2017 წლის 23 ნოემბერს კიდევ ერთი უკანონო აქტი იყო საქართველოს ეკლესიაში, რადგან საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი 1995 წლის დებულებით, რომელიც მიღებულია და დამტკცებული მცხეთის საეკლესიო კრებაზე, მოქმედ პატრიარქს მოსაყდრე არ ჰყავს, მოსაყდრე არსებობს მაშინ, თუ პატრიარქი გარდაიცვალა ან გადადგა და საჭირო ხდება ახალი საეკლესიო კრების მოწვევა ახალი პატრიარქის ასარჩევად. მოქმედი მართვა-გამგეობის დებულებით მოსაყდრის ერთადერთი ფუნქცია დაქვრივებული ეკლესიის ადმინისტრირებაა, პატრიარქი ილია მეორე კი არც გარდაცვლილა, არც გადამდგარა, შესაბამისად მიტრ. შიოს მოსაყდრეობა უკანონოა საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით. თავად მოსაყდრედ წოდებული მეუფე შიოს პიროვნება არაფრით გამორჩეული არ ყოფილა 2017 წლამდე და მას ერი და მრევლი საქართველოსი არ იცნობდა, არასოდეს თავისი 15 წლიანი მღვდელმთავრობის მანძილზე საჯაროდ ხმა არაფერზე ამოუღია და არც ეპარქიაში არაფერი...

05.03.2021 რატომ ვეკურთხე მღვდლად საქართველოს ეკლესიაში ილია მეორის ლოცვა-კურთხევის ქვეშ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

Image
  ოპონენტები, საპატრიარქოს დამცველები სვამენ კითხვას ჩემდამი, რატომ ვეკურთხე მღვდლად საქართველოს ეკლესიაში ილია მეორის ლოცვა-კურთხევის ქვეშ, ან რატომ მივიღე ილია მეორის ხელით დეკანოზის წოდება, გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების მაღალი სამღვდელო ჯილდოები, თუ პატრიარქის მოღვაწეობას და პიროვნებას უარყოფითად ვაფასებ და ეს ყველაფერი ვიცოდი, რასაც ვწერ. პასუხი ამაზე ისაა, რომ ჯერ ერთი, საქართველოს ეკლესია არც პატრიარქ ილია მეორის საკუთრებაა და არც მისი ეპისკოპოსებს, ის ყოველი ქართველი მართლმადიდებლის თანასაკუთრებაა, მათ შორის ჩემიც, ხოლო ეკლესიის მისტიური თავი ქრისტეა და მეორეც ის, რომ მე მოვედი ეკლესიაში იმისათვის რათა სიმართლისა და ჭეშმარიტებისათვის მემსახურა, და არა პიროვნების კულტის განდიდებისათვის, სიცრუის და მომხვეჭველობისათვის, რითაც დაკავდა უმრავლესობა ჩვენი სამღვდელოების, განსაკუთრებით კი ეპისკოპოსები. ამასთან მე უმცირესი ასაკიდან უდიდესი და გულწრფელი სიყვარულით მიყვარდა პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს ეკლესია, ვიკვლევდი და ვსწავლობდი ყველაფერს, რაც მათ უკავშირდებოდა. მე ...

03.03.2021 "თეოდორეების და გერასიმეების განსაკითხი ვარ მეეე?? ამათი განსაკითხიიი???" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

Image
  "თეოდორეების და გერასიმეების განსაკითხი ვარ მეეე?? ამათი განსაკითხიიი???" ახლაც ჩამესმის იმერული ინტონაციით წარმოთქმული ყოფილი მთავარეპისკოპოსის, ზვიად გამსახურდიას მომხრეობისთვის და პატრიარქის, რბილად რომ ვთქვა, არასწორი ქმედებების კრიტიკის გამო განკვეთილი მეუფე ამბროსი ქათამაძის სიტყვები. ცოტა არასერიოზულად აღვიქვავდი ხოლმე მას რამდენიმე მიზეზის გამო, თუმც მებრალებოდა და პატივს ვცემდი ვითარცა ყოფილ მღვდელმთავარსა და ძველ სასულიერო პირს. 2008 წლის 13 ოქტომბერი იყო, სვეტიცხოვლის დღესასწაული დგებოდა და საღამოს სადღესასწაულო ღვთისმსახურება უნდა დაწყებულიყო სვეტიცხოველში, ველოდებოდით პატრიარქის მოსვლის მაუწყებელ ზარებს და ჯერ ყველანი საკურთხეველში ვიყავით- მღვდელმთავრები და კლიროსი, ესე იგი მღვდლები, დიაკვნები, იპოდიაკვნები ანუ ე.წ. სტიქაროსნები, მეც მათ შორის, იმხანად სტიქაროსანი და სასულიერო აკადემიის სტუდენტი, მოულდნელად ერთერთმა მღვდელმთავრმა, არ მახსოვს რომელმა, მგონი მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, ამბროსის შენიშვნა მისცა ჯვარ-პანაღია რა უფლებით გიკეთია, მოიხსენიო და რის პასუხადა...

ერთმორწმუნეობის სინამდვილე

Image
 

01.03.2021 კაცი რომ თავისი სიტყვის პატრონი არ იქნება, ის როგორ უნდა წარუძღვეს სამწყსოს ქრისტესკენ?! - თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

Image
მართლმადიდებელი ეკლესიის თანახმად, ადამიანმა ცხონებისათვის აუცილებელია, სამ საიდუმლოში მიიღოს მონაწილეობა, ესენია: ნათლისღების, ზიარებისა და აღსარების/სინანულის საიდუმლონი. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ მღვდლობა (მისი არცერთი საფეხურით) ცხონების გარანტი არ არის. შესაბამისად, ის სასულიერო პირები, რომლებთანაც პირადად მქონია მრავალგზის დიალოგი სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე და ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ, გახსენებაც კი გულისამრევია, დღეს კი მათგან ამრიგად მოხსენიებულ კონკრეტულ პირებს გუნდრუკს უკმევენ, ჩემგან აბსოლუტურად არანაერ პატივისცემას არ იმსახურებენ. თუ კიდევ შერჩათ ნამუსი, დროულად ამოიღონ ხმა ან ის მაინც მითხრან, რომ ვცდებოდი,როცა ასე ვფიქრობდიო. დასაწყისში შემთხვევით არ მომიყვანია ცხონებისათვის აუცილებელ საიდუმლოთა ჩამონათვალი. მათ უნდა იცოდნენ, რომ ის დიდი წმ. მამები, რომლთა შრომებზეც არის დაფუძნებული ქრისტიანული ეკლესიის ლიტერატურა, სწორედ მაშინდელი ოფიციალური ეკლესიის მიერ იყვნენ დევნილნი და შეურაცხყოფილნი. კაცი რომ თავისი სიტყვის პატრონი არ იქნება, ის როგორ უნდა წარუძღვეს სამწყსოს ქ...

01.03.2021 პატრიარქის სახლი არ არის რომ ,,ზამთრის ბაღის” მსგავსად მოაწყოს ეკლესია - მღვდელმონაზონი ანდრია სარია

Image
  ვერანაირი ,,ისტორიული” ბოდვები ვერ გაამართლებს მოსაყდრედ წოდებულ შიოს უკანონოდ დანიშვნას. აუცილებლად დადგება საკითხი რომ ეკლესიამ სამართლის მიხედვით იმოქმედოს და ვფიქრობ მღვდელმთავრები ამ საქმეში შეუვალნი იქნებიან. პატრიარქის სახლი არ არის რომ ,,ზამთრის ბაღის” მსგავსად მოაწყოს ეკლესია.

01.03.2021 შეხვედრა საქ.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილთან 1977 წლის 26 დეკემბერს

Image
  შეხვედრა საქ.უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პავლე გილაშვილთან 1977 წლის 26 დეკემბერს. გილაშვილი რასაც წარმოადგენდა, ვიცით. თარიღიც სიმბოლურია, ინტრონიზაციის მომდევნო დღე." წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

15.04.2021 "ნადგომი წყალი" მიშა ანდღულაძე ღია დიალოგი მამა ანდრიასთნ #24

Image

13.05.2021 მამა ათინოგენი სტუმრად მამა ანდრიასთან ღია დიალოგი გადაცემა #27

Image

11.05.2021 საპატრიარქომ ძალადობა წაახალისა ეკლესიაში. ღია დიალოგი მამა ანდრიასთან გადაცემა #26

Image

22.04.2021 ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #25

Image

06.04.2021 ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #23

Image

26.03.2021 "კრიტიკულ სიტუაციაში ვართ" თეოლოგი ბექა მინდიაშვილი. ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #22

Image

22.03.2021 მეუფე პეტრე საუბრობს ეკლესიის კრიზისზე... ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #21

Image

19.03.2021 ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #20

Image

14.03.2021 ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #19

Image

09.03.2021 ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #18

Image

02.03.2021 ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #17

Image

01.03.2021 ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #16

Image
 

28.02.2021 ორიოდე სიტყვა ჩვენს ეპისკოპატზე! - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

Image
  ორიოდე სიტყვა ჩვენს ეპისკოპატზე! პლატონი ამბობდა: "სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი"! კონფორმისტულად და დადუმებულად განწყობილ სასულიერო პირებში, რომელნიც თავს პროგრესულებად, ინტელექტუალებად, ლიბერალებად თუ საპატრიარქოს არამართლზომიერი პოლიტიკისგან შეძრწუნებულებად წარმოადგენენ მხოლოოდენ პრივატულ და კონფიდენციალურ სივრცეში, ისეთი რა განმაპირობებელი ფაქტორები უნდა არსებობდეს რომ ჩუმად იყვნენ და კვერს უკრავდენ, როგორც მინიმუმ ფე ეს ბე-ს იდეოლოგიურ რეზიდენტურას და კრემლის მეხუთე კოლონას? როცა ხარ მღვდელმთავარი, ან მღვდელი, იცი სიმართლე, ხედავ ტოტალურ უწესრიგობას, ერესს, ამორალურობას და არ გაქვს ამ ყოველივეზე შინაგანი ამბოხი, ცოდვის მიმართ წინააღმდეგობრივი სულისკვეთება და ჭეშმარიტების დამოწმების აღმსარებლობითი განწყობა, ვინ ხარ შენ საბოლოოდ, თუ არა ფუფუნებაში მოხიბლული მატერიალისტი, მერკანტილისტი, ნიკოლაიტელი და ნეოსადუკეველი "სასულიერო პირი", რომელსაც არავითარი ღირსება არ გაგაჩნია, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად, მარტო ეკიპირებით წარმოადგენ ღვთისმსახურს,...

28.02.2021 ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #15

Image
 

28.02.2021 ასეთი არაკომპეტენტურობა მსოფლიო საკვირველებათა რიცხვშია შესატანი - დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

Image
  საუბედუროდ, ცირკს დაემსგავსა ჩვენი ეკლესია, წინა ჭყონდიდელი გრიგოლი ხომ საეკლესიო დოკუმენტებს გ. კაციად აწერდა ხელს და ახალ ჭყონდიდელ მღვდელმთავრად დადგენილი სტეფანე კალაიჯიშვილის ნომერ პირველი ბრძანების მიხედვით, ეპარქიის ყველა დიაკონი უნდა მსახურობდეს ეპისკოპოსთან და ეს ყოფილა უძველესი საეკლესიო წესი. ესე იგი მეუფე სტეფანეს მიხედვით სამრევლო ეკლესიებში და მონასტრებში წინამძღვრებთან დიაკვნების მსახურება საეკლესიო წეს-განგებას ეწინააღმდეგება. ასეთი არაკომპეტენტურობა და მართლაც ანტიეკლესიური ცნობიერება რაც უცოდინრობითაა განპირობებული, მსოფლიო საკვირველებათა რიცხვშია შესატანი. საიდან მოვიდა ეს არაკომპეტენტური და საეკლესიო წესის, კანონიკის, ისტორიის უვიცი ხალხი ეპისკოპოსებად და თან ჭყონდიდლებად, მე გაოგნებული ვარ. P.s. ეს "მ. სტეფანე" რა ფენომენია ხელმოწერისას, ესეც ვერ გავიგე: მეუფე, მიტროპოლიტი, თუ ორივე ერთად?

28.02.2021საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემების მიზეზი 1995 წლის საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაა - დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

Image
  საქართველოს ეკლესიის ფუნდამენტური პრობლემების მიზეზი არა მხოლოდ ეკლესიის ადმინისტრატორთა სუბიექტურობა, საბჭოთა მენტალიტეტი, არაკეთილსინდისიერება, სიმდიდრესა და ძალაუფლებაზე აქცენტირებაა, არამედ ეკლესიის დღეს მოქმედი არაკანონიკური ნორმებით სავსე 1995 წლის საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაა, რომელმაც 1945 წელს ქართული ეკლესიის უმძიმეს, თითქმის განადგურებული მდგომარეობის პირობებში მიღებული მართვა-გამგეობის დებულების მიერ დამკვიდრებული ძალაუფლების მონოპოლიზება ერთი კაცის ხელში კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანა, დააკნინა სინოდის და ეპისკოპოსთა კანონიკური უფლებები ხოლო საეკლესიო კრება, რომელიც წესით ხშირად უნდა იმართებოდეს, სრულიად განდევნა ეკლესიის ცხოვრებიდან: დაადგინა, რომ საეკლესიო კრება მოიწვევა მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევისას, ან ახალი დებულების მიღების შემთხვევაშიო, მაშინ როდესაც 1917 წლის დებულებით სრულიად საქართველოს ეკლესიის კრება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა მოწვეულიყო და პატრიარქი და ეპისკოპატი ანგარიშვალდებული იყო ამ კრებათა წინაშე. 1945 წლის და 1995 წლის ...

26.02.2021 გელსი აროშვილის მოგონებები 1997 წელი (ნაწილი 4)

Image
  გელსი აროშვილის მოგონებები 1997 წელი (ნაწილი 4) "მონასტრების პროტესტს სამღვდელოების და მრევლის ნაწილის პროტესტიც მოჰყვა. მაგალითად, გურიის სამღვდელოების ხელმოწერით წერილიც კი გაიგზავნა საპატრიარქოში, სადაც სრულიად იყო მხარდაჭერილი მონასტრების მოთხოვნა. ამ წერილებმა საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, ისინი ითარგმნა ინგლისურად, რუსულად, ბერძნულად, გავრცელდა ათონზე, წმიდა მიწაზე, რუსეთში, სერბეთში, საფრანგეთის, ამერიკის მართლმადიდებლურ მონასტრებში, სამრევლოებში. თბილისის სამღვდელოების ყველაზე აქტიური ნაწილიც, ცხადია იგივე პოზიციაზე იდგა თუმცა ზოგიერთი მათგანი. მაგალითად, არქიმანდრიტი რაფაელი, მამა ზურაბ ანთაძე და მათ გარშემო მყოფი სასულიერო პირები არ ეთანხმებოდნენ ბერების კატეგორიულ მოთხოვნას და მათ მიერ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას საპატრიარქოსთან. სულ რაღაც, ორიოდ კვირაში სამღვდელოება, რომელიც წლების განმავლობაში, ამბიონებიდან ქადაგებდა, რომ ეკუმენიზმი მწვალებლობაა, და სრულ თანამოაზრეობაში იყო აღმსარებელ ბერებთან, უეცრად მტრად მოგვეკიდა, ნელ-ტფილ პოზიცია...

26.02.2021 საქართველოში მძვინვარებს ტოტალური ძალმომრეობა თავისუფალი სიტყვის ავტორებზე - გიორგი ტიგინაშვილი

Image
  საქართველოში მძვინვარებს ტოტალური ძალმომრეობა თავისუფალი სიტყვის ავტორებზე, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე, აპოლიტიკურ ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, თეოლოგებზე და განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირებზე. ამ ძალადობას ჰყავს სამი ძირითადი წყარო და ინსპირატორი: 1) კრიტიკის ვერშემგუებელი ხელისუფლება; 2) მართლმადიდებლური თალიბანი (საპატრიარქო, იერარქია და სამღვდელოება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ქართული იდეა, ქართული მარში და სხვ.); 3) პროსამთავრობო პრესა/მედია (იმედი, ობიექტივი, ალტინფო, ასავალ-დასავალი, საქართველო და მსოფლიო, საქინფორმი, Georgian Times და სხვ.). აგრესია, მიზანთროპია, კონფრონტაცია და მტრობა - ეს ის სიმპტომებია, რომელიც კიდევ უფრო მწვავე, სასტიკი და დაუნდობელი მაშინ ხდება, როცა ის რელიგიური იმპულსებითაა ნასაზრდოვები. ამიტომ, სანამ ეკლესია არ გათავისუფლდება ტრიუმფალიზმისგან, იდეოლოგიზებისგან და პოლიტიკური დომინანტობისგან, მანამდე ეს სიცოფე ირიბად თუ პირდაპირ ყოველთვის შთაგონებად დამუხტავს ჩვენს მუტრუკ, უბირ, რეტროგრად, ფობიებში ეგზალტირებულ და ჯერ კიდევ მოძველ...

26.02.2021 აუცილებელია ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა რუსეთის ეკლესიასთან - AORE -ს განცხადება

Image
  აუცილებელია ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა რუსეთის ეკლესიასთან AORE -ს განცხადება ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) საპროტესტო  წერილის  მიუხედავდ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონის(ალფეევი) მიმართ, კვლავ გრძელდება რუსეთის ეკლესიის უკანონო საქმიანობა საქართველოს სამოციქულო საყდრის კანონიკურ, ოკუპირებულ ცხინვალის ტერიატორიაზე. რუსეთის ეკლესიის, ვლადიკავკაზის და ალანიის ეპარქიის მმართველის, მთავარეპისკოპოსი ლეონიდეს (გორბაჩოვი) მითითებით მღვდელი სერგი კოკოევი წმინდა სამების ეკლესიაში კვლავ აღასრულებს  ღვთისმსახურებას , რომელიც ანტიკანონიკურ ხასიათს ატარებს. რუსეთის ეკლესიის მხრიდან ეს არის მორიგი, მცოცავი სულიერი ოკუპაციის მაგალითი, რითიც ის ივერიის უძველეს საყდრას უკიდურესად შეურაცხჰყოფს. ამას ემატება რუსეთის ეკლესიის მიერვე წაქეზებული მღვდელ ბესარიონ აპლიას ბოლოდროინდელი უკიდურესად საშიში  ქმედებები , როდესაც მან ღვთისმსახურების აღსრულებაზე უარი განცხადა, ვიდრე ”აფხ...

25.02.2021 გიორგი მთაწმინდელისა და დავით აღმაშენებლის წარმატების მიზეზებზე - ბექა ჭიჭინაძე.

Image
  ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიას ყველაზე წარმატებული მოღვაწეების - გიორგი მთაწმინდელისა და დავით აღმაშენებლის წარმატების მიზეზებზე: გიორგი ჴუცესმონაზონი გიორგი მთაწმინდელის შესახებ: "წიგნების კითხვას რაც შეეხება, თქმაც არ სჭირდება, საკუთარ შეძლებაზე მეტად დაშვრა, არ ასვენებდა და არ აძინებდა თვალებს... გასართობებს არც კი ეკარებოდა... და მაშინ შეძენილი წიგნების ცოდნა, როგორც საწინდარი მომავალი საქმეებისა მიიღო" დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი დავით აღმაშენებლის შესახებ: ,,წიგნები იმდენად შეიყვარა და შეითვისა, რომ შეიძლება ითქვას მისით ცოცხლობდა და მისით სულდგმულობდა. ისინი იყვნენ მისი გემრიელი საჭმელები და სასურველი ტკბილი სასმელები, ისინი იყვნენ მისი ლხინი, განცხრომა, სავარჯიშო და სარგებელი დღე და ღამე მიმოსვლაში, ერთმანეთს მიდევნებულ ლაშქრობებსა და განუწყვეტელ შრომაში, ჯორები და აქლემები წიგნებს მოეზიდებოდნენ და სადაც გადმოხდებოდა ცხენიდან წიგნი მიჰქონდათ პირველ რიგში მისთვის და სანამ არ დაიღლებოდა კითხულობდა, ვახშმობის შემდეგ ძილის ნაცვლად ისევ წიგნები მოჰქონდათ მისთვის და კით...

25.02.2021 ქართული ოცნება არის თანამედროვე საბჭოთა კავშირი - გეორგ ასტამაძე.

Image
  რუსეთის მიერ საქართველოს გასაბჭოების 100 წლისთავს საქართველო სამწუხაროდ დე-ფაქტო პრორუსული და მარგინალური ხელისუფლების პირობებში ხვდება. შესაბამისია განწყობაც. არ გაკეთებულა საერთოდ არაფერი ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღსანიშნავად. პარლამენტის და მთავრობის ფეისბუქ გვერდებმა ზუსტად ორ წინადადებიანი სულელური ტექსტები დადეს, სადაც ოკუპაციასთან მეომარი რესპუბლიკა 9 იუნკრის დაღუპვამდეა დაყვანილი. აქ ჩანს ყველაფერი ერთად: 1. უვიცობა. 2. საკითხისადმი აგდებული დამოკიდებულება. 3. მიზანმიმართული დაკნინება. ქართული ოცნება არის თანამედროვე საბჭოთა კავშირი, პუტინის რუსეთის საქართველოს ფილიალი, რომელიც ქართული საზოგადოების ყველაზე მარგინალურ ფენებს - კრიმინალებს, ნეპოტისტებს, რუსეთმეებს, უბრალოდ ჩლუნგებს და ანაფორიან ჩეკისტებს ეყრდნობა. აუცილებლად უნდა დავასრულოთ ჭორვილური რეჟიმი. უკვე გულისამრევია მათი სახეების დანახვაც კი. გაუმარჯოს ნამდვილად ევროპულ საქართველოს"  

25.02.2021 საქართველოს გაყიდვის პროცესი გრძელდება - მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

Image
  წარსულის სიმძიმე, რაც განისაზღვრა 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციით, ვფიქრობ გასაანალიზებელია. ხელისუფლებამ და ეკლესიამ პრინციპული სახე ვერ შეინარჩუნა წლების განმავლობაში. ,,სსრკ” -ს მხოლოდ სახელი შეიცვალა, მაგრამ იმპერიული ზრახვები დარჩა. ბრძოლის მეთოდები დახვეწა რუსეთმა, მას აღარ სჭირდება ძალადობრივი გზებით შემოჭრა, რადგან ხელისუფლება თითქმის არც ახსენებს საქართველოს ოკუპაციას, რუსი ჩინოვნიკები თავისუფლად დასეირნობენ პარლამენტში და ეს ნორმად იქცა. ეკლესიაც ამ ყველაფერს ტაშს უკრავდა (ვითომ არაფერი). საქართველოს გაყიდვის პროცესი გრძელდება, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გავამეორებთ 1921 წლის 25 თებერვალს.

ზვიად გამსახურდიას სულიერი მისია

Image
  ზვიად გამსახურდიას სულიერი მისია    1980-1990 წლებში აბობოქრებული სახალხო მოძრაობა თავისი შინაარსით ეროვნულ- სარწმუნოებრივი ხასიათის იყო. მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება. ეროვნულ- სარწმუნოებრივმა მოძრაობამ შექმნა ლეგიტიმური ხელისუფლება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელი იყო საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის. ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის მიერ შექმნილმა ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი და მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ამით ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის პირველი ეტაპის ამოცანა შესრულდა, მაგრამ მხოლოდ დამოუკიდებლობის მიღწევა როდი იყო ეროვნულ- სარწმუნოებრივი მოძრაობის საბოლოო მიზანი. ამ მოძრაობის და მის მიერ შექმნილი ხელისუფლების მთავარი მიზანი ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობისა, როგორც ბატონი პრეზიდენტი ბრძანებდა, იყო მართლმადიდებლური- ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნა-ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას ეს სიტყვა, ეს იდეოლოგია ქართველმა ერში დავიწყებას მიეცა. უფრო მეტიც, თვით ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს...

24.02.2021 ისინი ვალდებულნი ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემები გადაჭრან - თეოლოგი ზვიად ცაბაძე

Image
  ჩვენ, საზოგადოება უნდა მივეჩვიოთ, რომ ისეთი საკითხების მოგვარება საპატრიარქოს არ ვთხოვოთ, რაც მათი მოვალეობა არ არის და არც ამის ძალა შესწევთ. მსგავსი ხასიათის გამიჯვნა სახელმწიფოსთვისაც და ეკლესიისთვისაც კარგია - პირველი დამოუკიდებლობას ეჩვევა, ხოლო მეორე - მხოლოდ თავის ფარგლებში მოქმედებას. გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს მორალური უფლება ილაპარაკოს სამართლიანობაზე და კანონის უზენაესობაზე, როცა მის წიაღში დიდი ხანია აღარც ერთი მოქმედებს და აღარც მეორე. ამის ცხადი მაგალითები უხვად გვაქვს ციანიდის და კარტოგრაფების საქმის და უსამართლოდ და უკანონდ დასჯილი სასულიერო პირების სახით. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლო ათწლეულების მანძილზე რეალურად არასდროს უთმაშია ერის გამაერთიანებლის როლი, პირუკუ, ნეიტრალური მოთამაშის მანტიაში გახვეული ყოველთვის ამასოფლის ძლიერთა და უსამართლოთა გვერდით იყო. ასე, რომ მივცეთ კეისარს კეისრისა და ღვთისა - ღმერთს. პ.ს. რაც შეეხება კონკრეტულ იერარქთა კერძო სამოქალაქო პოზიციას და შეშფოთებას მიმდინარე პროცესების გამო, ეს დასაფას...

24.02.2021 ღია დიალოგი მამა ანდრიასთან #14 - გადაცემის სტუმარია პროფესორი გიორგი მაისურაძე

Image
 

23.02.2021 საპატრიარქოს რატომ სთხოვთ პასუხს? - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

Image
  საერთოდ, საპატრიარქოს რატომ სთხოვთ პასუხს? რატომ უნდა იყოს ეს კრემლის მეხუთე კოლონა ამა თუ იმ პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ მოვლენასთან დაკავშირებით არბიტრის როლში? ან რა უნდა დაგმონ და გააპროტესტონ მათ, თავად დასაგმობმა და გასაპროტესტებელმა რენეგატებმა და კოლაბორაციონისტებმა?! ისინი ახლა სასწორს შეჰყურებენ და ძალაუფლების სიმძიმე საითაც გადასწონის - იქით გადაიხრებიან! დემოკრატიული პრინციპები და პლურალიზმი ისე ანაღვლებთ მათ, როგორც რამზან კადიროვს - ლიბერალური ფასეულობები!

23.02.2021 ღარიბაშვილის შემდეგი ოცნებაა საპატრიარქოში შავბნელი ძალების გაძლიერება - თეოლოგი ვლადი ნარსია.

Image
  გარწმუნებთ, ღარიბაშვილის შემდეგი ოცნებაა საპატრიარქოში შავბნელი ძალების გაძლიერება და რელიგიური უმცირესოსბების წინააღმდეგ კონტროლის გამკაცრება. ეს იქნება ყველაზე მოკლე გზა რუსეთის საქართველოში გასაბატონებლად. მაშინ ქუდზე კაციც გვიან იქნება. ახლა გამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!!!"