01.03.2021 კაცი რომ თავისი სიტყვის პატრონი არ იქნება, ის როგორ უნდა წარუძღვეს სამწყსოს ქრისტესკენ?! - თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.



მართლმადიდებელი ეკლესიის თანახმად, ადამიანმა ცხონებისათვის აუცილებელია, სამ საიდუმლოში მიიღოს მონაწილეობა, ესენია: ნათლისღების, ზიარებისა და აღსარების/სინანულის საიდუმლონი.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ მღვდლობა (მისი არცერთი საფეხურით) ცხონების გარანტი არ არის. შესაბამისად, ის სასულიერო პირები, რომლებთანაც პირადად მქონია მრავალგზის დიალოგი სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე და ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ, გახსენებაც კი გულისამრევია, დღეს კი მათგან ამრიგად მოხსენიებულ კონკრეტულ პირებს გუნდრუკს უკმევენ, ჩემგან აბსოლუტურად არანაერ პატივისცემას არ იმსახურებენ.

თუ კიდევ შერჩათ ნამუსი, დროულად ამოიღონ ხმა ან ის მაინც მითხრან, რომ ვცდებოდი,როცა ასე ვფიქრობდიო.

დასაწყისში შემთხვევით არ მომიყვანია ცხონებისათვის აუცილებელ საიდუმლოთა ჩამონათვალი. მათ უნდა იცოდნენ, რომ ის დიდი წმ. მამები, რომლთა შრომებზეც არის დაფუძნებული ქრისტიანული ეკლესიის ლიტერატურა, სწორედ მაშინდელი ოფიციალური ეკლესიის მიერ იყვნენ დევნილნი და შეურაცხყოფილნი.

კაცი რომ თავისი სიტყვის პატრონი არ იქნება, ის როგორ უნდა წარუძღვეს სამწყსოს ქრისტესკენ?!
 


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.