26.02.2021 საქართველოში მძვინვარებს ტოტალური ძალმომრეობა თავისუფალი სიტყვის ავტორებზე - გიორგი ტიგინაშვილი

 


საქართველოში მძვინვარებს ტოტალური ძალმომრეობა თავისუფალი სიტყვის ავტორებზე, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე, აპოლიტიკურ ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, თეოლოგებზე და განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირებზე.

ამ ძალადობას ჰყავს სამი ძირითადი წყარო და ინსპირატორი:

1) კრიტიკის ვერშემგუებელი ხელისუფლება;

2) მართლმადიდებლური თალიბანი (საპატრიარქო, იერარქია და სამღვდელოება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, ქართული იდეა, ქართული მარში და სხვ.);

3) პროსამთავრობო პრესა/მედია (იმედი, ობიექტივი, ალტინფო, ასავალ-დასავალი, საქართველო და მსოფლიო, საქინფორმი, Georgian Times და სხვ.).

აგრესია, მიზანთროპია, კონფრონტაცია და მტრობა - ეს ის სიმპტომებია, რომელიც კიდევ უფრო მწვავე, სასტიკი და დაუნდობელი მაშინ ხდება, როცა ის რელიგიური იმპულსებითაა ნასაზრდოვები.

ამიტომ, სანამ ეკლესია არ გათავისუფლდება ტრიუმფალიზმისგან, იდეოლოგიზებისგან და პოლიტიკური დომინანტობისგან, მანამდე ეს სიცოფე ირიბად თუ პირდაპირ ყოველთვის შთაგონებად დამუხტავს ჩვენს მუტრუკ, უბირ, რეტროგრად, ფობიებში ეგზალტირებულ და ჯერ კიდევ მოძველბიჭო საზოგადოებრივ "კლასს"!

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. 

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.