09.03.2021 ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ეპისკოპოსობა არაკანონიერია ჭყონდიდში - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 


ცაგერ-ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ეპისკოპოსობა არაკანონიერია ჭყონდიდში, რადგან სტეფანე ცაგერ-ლენტეხის ეპისკოპოსია დღემდე, რომელიც ცდილობს დაიპყროს სხვა ეპარქია- ჭყონდიდი. ზოგადად, საეკლესიო კანონები კრძალავენ ეპისკოპისის მიერ ეპარქიის შეცვლას, გარდა დიდი საჭიროებისა და გამონაკლისისა. ამასთან ერთად, ჭყონდიდის სამღვდელოებას და მრევლს სურს მიტროპოლიტ პეტრეს ჭყონდიდლობა კვლავ, შესაბამისად ყველა სხვა გაგზავნილი გრიგოლ კაცია, სტეფანე თუ ფრანჩესკო, ვინც არ უნდა იყოს, არის ეპარქიის მიმტაცებელი, რომელთაც სახარება სასყიდლით დადგინებულს უწოდებს, თორემ ანგარება და უკეთესი ეპარქიის მიღების დაუოკებელი წყურვილი რომ არ ჰქონოდეთ, ან სტეფანემ რატომ მიატოვა თავისი სამწყსო ამ გაჭირვებაში (ნამახვანჰესის ამბებში) და ჭყონდიდში გაიქცა, ან იოანე გამრეკელმა რატომ მიატოვა რუსთავის ეპარქია უეპისკოპოსოდ და ქუთაისში გაიქცა, თან რუსთავის გულდაწყვეტილ, დაობლების მომლოდინე მრევლს აჩუმებდა, ხმა არ ამოიღოთ უფლის ნებაა თუ გადავედი აქედანო.

P.S. როდესაც ეპისკოპოსი სამწყსოსაგან თავს იცავს პოლიციით, ის ეპისკოპოსი აღარ არის, ის არის გუბერნატორი!


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.