Posts
Showing posts from April, 2026
24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია
- Get link
- X
- Other Apps
ეს საკითხი, მინიმუმ, სინოდის ფარულ კენჭისყრაზე უნდა გაიტანონ 24 აპრილს. მხოლოდ სინოდის გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონიკურ პასუხად. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ არის უფლებამოსილი გასცეს პასუხი ამ შეკითხვას. 24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი, მოციქულთა 25-ე კანონის დარღვევა. ასეთი უფლებამოსილება (გადახედოს წინა სინოდის მცდარ გადაწყვეტილებას) გააჩნია მხოლოდ სინოდს, და არა მოსაყდრეს, და მითუფრო, ა. ჯაღმაიძეს, ერთპიროვნულად! თეოლოგი ვლადი ნარსია 🔻💬 „უცნაურია, რომ ყოველთვის ისეთ რაღაცაზე აპელირებენ, რომელიც ეკლესიას დააზიანებს. 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის განჩინებაში წერია, რომ ის აღარ არის სინოდის წევრი. არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის უფლება შეიძლება ბევრს უნდოდეს, მაგრამ ამის საშუალება აღარ არის მეუფე პეტრესთვის“ | ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე TV იმედთან საუბრისას. 🔴 ყოფილი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე ცაავა სინოდის სხდომაზე დასწრებასა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას...
შეთქმულებით პატრიარქი არ უნდა აირჩეს! - ლადო გამსახურდია
- Get link
- X
- Other Apps
ჭყონდიდელი მეუფე პეტრე ცაავა მამათმავლობისა და სოდომ-გომორის მხილებელი ქართულ ეკლესიაში და განდევნილი წმინდა სინოდისგან, სინოდის რომელმაც ამჯობინა ცოდვების დამალვა და პასუხ გაუცემლად დატოვა უამრავი კითხვა უმძიმეს ცოდვებთან დაკავშირებით. შეთქმულებით პატრიარქი არ უნდა აირჩეს! არა რუსეთის დასმულ პატრიარქს! მეუფე პეტრე ცავაა ჭყონდიდელი არის ერთადერთი გაბედული ფიგურა ქართულ ეკლესიაში, რომელიც დღესაც ხმამაღლა ამბობს სათქმელს, მაგრამ როგორც ყოველთვის სიმართლე სურთ ჩაქოლონ და სიბნელეს სურს გაიმარჯვოს ნათელზე!
მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ , ამა წლის 23 მარტს საპატრიარქოში გაგზავნილი მიმართვა
- Get link
- X
- Other Apps
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსში მყოფი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), წარმოგიდგენთ წინამდებარე მიმართვას: ხელდასხმის წმინდა საიდუმლოს მადლით ჩემზედ მონიჭებული წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი იესო ქრისტეს ეკლესიის წინაშე გამოვხატო მზაობა, რათა სამოციქულო კანონებისა და კანონიკური ტრადიციის შესაბამისად, სრულფასოვანი ხმის უფლებით, მონაწილეობა მივიღო საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჩემზე დაკისრებული მრავალგზისი მსჯავრი ეწინააღმდეგება მოციქულთა 25-ე კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვით ერთი დანაშაულისთვის ორგზისი დასჯა დაუშვებელია. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მოძღვრების თანახმად, ეპისკოპოსს წმინდა სინოდის წევრობის უფლებამოსილება ენიჭება ხე...
დეკანოზი გიორგი მამალაძის განცხადება
- Get link
- X
- Other Apps
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამოყენება ფსევდო ანალიტიკოსებისა და ხელმოცარული ოდიოზური პოლიტიკოსების მიერ, რომელნიც ერთისმხრივ სხვას მოუწოდებენ ეკლესიის შიდა საქმეებში არ ჩარევისკენ, ხოლო მეორეს მხრივ საეკლესიო საკითხებს ვიწრო პოლიტიკური პოპულიზმისა და საზოგადოებრივი განწყობების მანიპულირებისთვის იყენებენ რბილად რომ ვთქვათ ამაზრზენია. პოლიტიკურმა თუ ანალიტიკურმა ინტერპრეტაციებმა, აუცილებელი გახადა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პრინციპული და ცალსახა პოზიცია: ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩემს ტყვეობასა და ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო საქმეს პოლიტიკური ვაჭრობის თუ „შეთქმულების“ კონტექსტში განიხილავს, ემსახურება მხოლოდ ავტორების პოლიტიკურ გადარჩენას და არა სიმართლეს. სრულიად მიუღებელია მორწმუნე საზოგადოების გრძნობებზე თამაში საკუთარი რეიტინგის ამაღლების გამოსაყენებლად, მით უმეტეს მაშინ, როცა სახარებისეული სწავლებისგან გაუცხოებული საზოგადოების ნაწილი გლოვობს.პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა და არც ახლა არის პოლიტიკური დაპი...