Posts

Showing posts from September, 2025

რუსული პარადოგმატიზმი საპატრიარქოში: ერთსახოვნების ორი ბუნება თუ ორსახოვნების ერთი ბუნება - ვლადი ნარსია

Image
  ტვ. ფორმულას წამყვანის ხუმრობა - საპატრიარქოში რუსეთი ერთსახოვანია, მაგრამ ორი ბუნების, ჩემი სტატუსის ინსპირაციად იქცა, და სათაურიც მოვუძებნე - რუსული პარადოგმატიზმი საპატრიარქოში: ერთსახოვნების ორი ბუნება თუ ორსახოვნების ერთი ბუნება (პარანესტორიანიზმი). ზოგჯერ რთულია გამოღწევა იმ ლაბირინთებიდან საპატრიარქოში რუსეთის ორი ფრთის ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზებს რომ გვიხსნიან: ილია II და შორენა, თუ შიო მუჯირი და ახალბედები? შევეცდები ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ: საქართველოს ეკლესიაში ილია II და შორენა რელიგიური მმართველობის საბჭოთა კლასიკური სტილის წარმომადგენლები არიან. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა! გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან სტალინის რელიგიური პოლიტიკა იცვლება. იგი აუქმებს რელიგიაზე შეზღუდვებს და აფართოებს რელიგიის სახელით საბჭოთა პროპაგანდის მანქანას, რასაც შედეგად მოჰყვება რელიგიური კულტების, ინსტიტუტების და სასულიერო პირების თვალშისაცემი ზრდა. 60-იანი წლებიდან რუსეთის ეკლესია ხდება საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის ეკლესიათა მსოფლი...

საპატრიარქოს ორმაგი სტანდარტის მორიგი მხილება -- პროფესორი ლელა ჯეჯელავა -- 28.09.2025

Image

ვლადი ნარსია - "ვარდების რევოლუციით შეშინებული შორენა თეთრუაშვილი მოსკოვში გაქცევას გეგმავდა"

Image
  ვარდების რევოლუციით შეშინებული შორენა თეთრუაშვილი მოსკოვში გაქცევას გეგმავდა და დახმარების თხოვნით იქაურ მღვდელს დაუკავშირდა. როცა ეს გავიგე იმედი მომეცა. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, სწორად ვერ შეაფასა ეკლესიაში რუსული გავლენების საფრთხეები. მაშინ შორენა (რუსეთი საქ. ეკლესიაში!) გადაურჩა გაქცევას, ადაპტაციაც განიცადა და უფრო გაძლიერებული დაბრუნდა 2012 წელს. “მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ, და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება.” (მთ. 12:45). მათეს სახარების ამ მუხლს თუ ზემორე კონტექსტს მოვარგებთ ის ალბათ ასე გადმოითარგმნება - თუ ქვეყანაში რუსულ გავლენებს ებრძვი და ამ ბრძოლაში ყველაზე დიდ რუსულ კარს ღიად დატოვებ აუცილებლად დამარცხდები. საქართველოს საპატრიარქოს მიერ „დაგმე მიშას“ რუსულ აქციებს რა შედეგებიც მოჰყვა, მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით. ახლა ამაზე არ ვწერ, არამედ იგივე შეცდომის მიმსგავსებით განმეორების საფრთხეზე. მე არ ვიცი 4 ოქტომბერი რას მოიტანს. ღმერთმა ქნას ოქტომბრის ...

მამა დოროთეს „ტაქტიკამ“ გულწრფელობის ტესტი უნდა ჩააბაროს ქართულ საზოგადოებას - თეოლოგი ვლადი ნარსია

Image
  მამა დოროთეს „ტაქტიკამ“ გულწრფელობის ტესტი უნდა ჩააბაროს ქართულ საზოგადოებას! ჩემი უპირობო მხარდაჭერა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს. ჩემთვის ნაცნობი სცენაა საპატრიარქოს გამპრავებლეთაგან შტურმი და შეურაცხყოფა - ალექსანდრე გალდავა, ლევან აბაშიძე, გიორგი ანდრიაძე, მამუკა გიორგაძე, ნანა კაკაბაძე და ძმანი მათნი. მაშინ სულ რამდენიმე ადამიანი ვიდექით წინა ხაზზე. ჩვენგან განსხვავებით მამა დოროთე თითქმის არასოდეს საუბრობს საპატრიარქოსა და ეკლესიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ალბათ ფიქრობს, რომ ასე უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერას მოიპოვებს ეკლესიის შიგნით და გარეთ. თან ეს რუსეთის და რუსეთუმე მთავრობის თემა დიდი ხანია ელოდება ტემპერატურის აწევას. თუმცა, არსებითად ამ თემის ჩრდილში გადატანით ის კარგად ახერხებს ქრისტიანულ მორალურ პასუხისმგებლობებზე საუბრებსა და ინტერპრეტაციებს: ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები... მშვენიერია! მაგრამ, რა არის მამა დოროთეს კრიტიკის საბოლოო მიზანი - სახელმწიფოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსწორება რუსული ქოცნების შეცვლით? კი ბატონო...

უფალი მეფობს - დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

Image
  უფალი მეფობს „უფალი აკვდინებს და აცოცხლებს; შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს. უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს“ (პირველი მეფეთა 2, 6-7). ეგვიპტიდან ებრაელი ხალხის გამოსვლის შემდეგ თეოკრატიული მმართველობა მოქმედებს. უფალი ებრაელი ხალხის წინამძღოლი და მფარველია. ეს ხალხი ემორჩილება უფალს, თავის მეუფედ მიიჩნევს მას. უფალი ზრუნავს მათზე, წინაწარმეტყველთა და მსაჯულთა მეშვეობით მართავს. მათი ბაგეებით უცხადებს თავის ნებას და გადაწყვეტილებას, როგორ უნდა იმოქმედოს ამა თუ იმ შემთხვევაში. თუ ხალხი არ ცხოვრებს უფლის მცნებებისა და კანონთა მიხედვით, არ ისმენს ღვთის სიტყვას, ამას მოსდევს დაცემები და განსაცდელები. ასეთი საყოველთაო მოშვებისა და ღვთის სიტყვის უგელებელყოფის დროს, ხშირ შემთხვევაში, ხოცავენ წინასწარმეტყველებს. უფალი ყველანაირად ცდილობს ებრაელთა შენარჩუნებას თავის წიაღში, თეოკრატიული მმართველობის უკანასკნელ პერიოდში, ბოლო მსაჯულის, წინასწარმეტყველ სამოელის მეშვეობით, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-11 საუკუნეში მოღვაწეობს. მან საკმაოდ ახალგაზრდამ ამხილა ელი მღვდელმთავ...