01.09.2020 თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუაზე

 


თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:

"2016 წელს მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) პედოფილიაში დაადანაშაულეს, რისი მტკიცებულებები და სამხილებიც (სატელეფონო ზარები, მესიჯები, მოწმეები და უშუალოდ დაზარალებულის ჩვენება) მის ბრალეულობაზე მეტყველებენ. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საპატრიარქომ თავის თვისობრივ ტრადიციას არ უღალატა და ნაცვლად პრობლემის შესწავლისა თუ გამოძიებისა, მისი გადაგორება და ჩაფარცხვა განიზრახა. არადა, ეპისკოპატს ვალდებულება ჰქონდა საეკლესიო სასამართლოს დაუყოვნებლივ მოწვევისა და რაკი ამ ფუნქციასაც სინოდი ითავსებს, აუცილებელი იყო ზნეობრივი კომისიის აქტიური ჩართულობა ამ მიმართებით. აღარაფერს ვამბობთ დანაშაულის დაფარვასა და პროკურატურისთვის შეტყობინების არ მიწოდებაზე. 

ამ ფონზე, საპატრიარქომ, ბრალდებული მიტროპოლიტი ათონის მთის ვატოპედის მონასტერში გააპარა 7-8 თვით და საქმე მიჩქმალა. შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად, სინოდური დადგენილების გარეშე, პედოფილ სერაფიმეს ავსტრიისა და გერმანიის ეპარქიაში უპირებდნენ დადგინებას და რომ არა იქაური სამღვდელოების კატეგორიული ტონი და საჯარო განცხადება, საპატრიარქო თავის საწადელს უჩუმრად მიაღწევდა. 

საბოლოოდ კი რა მივიღეთ? სერაფიმე (ჯოჯუა) არც განყენებულია და არც განკვეთილი, იგი კვლავ სინოდის წევრად რჩება, ყოველ შაბათ-კვირას პატრიარქის გვერდით მსახურობს მღვდელმთავრის რანგში და ზოგჯერ ქადაგებს კიდეც. 

არ უნდა დაგვავიწყდეს თავად მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვები: "რომ არა პატრიარქი, მე შესაძლოა ცოცხალი არ ვყოფილიყავიო", ანუ მან იცოდა, რომ ამ გარეწრობას, რაც 14-15 წლის გოგონასთან განიზრახა, არავინ შეარჩენდა, თუმცა სატანური სისტემა აღმართს ხნავს, იერარქია კანონზე მაღლა დგას და დაუსჯელობა ტრადიციულ სინდრომს წარმოადგენს!

P.S. სინოდს და მის თავმჯდომარეს, რომელიც ყოველგვარ უკეთურებას იფარავს, ეკუთვნის საერთო-სახალხო ანაქსიოსი!"

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.