01.11.2020 მღვდელმონაზონი ანდრია სარია - მეუფე პეტრემ პატრიარქის ,,სიწმინდე” სტალინის უფუნქციო ბიუსტს გაუტოლა თავისი განცხადებებით

 


"31 ოქტომბერი არა მხოლოდ პატრიარქის მხილების, მომავალი იმედისა და ეკლესიის გაწმენდის, არამედ მსოფლიოში დაწესებული რეფორმაციის დღეცაა.
სწორედ 1517 წლის 31 ოქტომბერს მოხდა რეფორმაცია, მარტინ ლუთერმა თავის 95 თეზა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე გააკრა. შემთხვევით არაფერი ხდება, პატრიარქის მამათმავლობის საკითხიც საქვეყნოდ 2019 წლის 31 ოქტომბერს შეიტყო მთელმა ერმა. ეკლესია და ხელისუფლება ერთად გაიწმინდება. ვფიქრობ, ეს მთავრობა სტალინის გვამის მსგავსად უნდა გავაცილოთ, რადგან 1961 წლის 31 ოქტომბერს იოსებ სტალინის ცხედარი ლენინის მავზოლეუმიდან გამოიტანეს და მისი კულტი დასრულდა. საბჭოთა მამათმავალი ეკლესიის მეათაურისა და რუსეთის მედროშე მთავრობის ერთობლივი გაცილებაა დღეს. მეუფე პეტრემ პატრიარქის ,,სიწმინდე” სტალინის უფუნქციო ბიუსტს გაუტოლა თავისი განცხადებებით, მან წერტილი დაუსვა ბელადომანიას, აქსიოს!!!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.