01.12.2020 ლელა ჩხარტიშვილი - "წესით, ასეთ დროს დახმარების ხელს უნდა უწვდიდეს ეკლესია ხალხს..."

 


"კორონა ვირუსი, გასაგებია, მთელ მსოფლიოშია, მაგრამ შიმშილობა, რაც ამ ჩაკეტვას მოსდევს, მარტო საქართველოსნაირ გაუბედურებულ ქვეყნებს ემუქრებათ...ამიტომ ტრაგედიის მასშტაბი აქ განუზომელია..ასეთ დროს სასულიერო პირები უნდა ანუგეშებდნენ ხალხს...სიტყვითაც და საქმითაც...ეკლესიის უპირველესი მისია ეს არის...ზღაპრებს კი არ უნდა უყვებოდეს სასოწარკვეთილ ხალხს, არამედ რეალურ დახმარებას უწევდეს...ოდესღაც ჩამოვარდნილი შიმშილობის შესახებ წერია „სამოციქულოში“ (თავი 11). გთავაზობთ წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებას: „შენ კი იმას დაუკვირდი, თუ როგორ იყენებენ განსაცდელს ქრისტე და მისი მოწაფეები ადამიანთა სასარგებლოდ და დასახმარებლად. როგორ აქციეს წარმართობიდან მოქცეულმა ქრისტეს მორწმუნეებმა შიმშილობა ქველმოქმედებისა და მოწყალების წყაროდ. მოციქულები როგორ იღწვიან ადამიანთა სულებისთვის მქადაგებელთა მივლინებით, ასევე, ზრუნავენ მათი ხორციელი გამოკვებისთვის. ვისაც რა შეეძლო, დახმარებას უგზავნიდა მათ. ქრისტეს მიერ ერთ სახლად და ერთ სულად ქცეულიყვნენ მთელი ქვეყნის მორწმუნეები.“..

p.s. ანუ, წესით, ასეთ დროს დახმარების ხელს უნდა უწვდიდეს ეკლესია ხალხს..."

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

 

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.