03.12.2020 ლელა ჩხარტიშვილი - რა არის საზომი ადამიანობის, კაცობის...ვინ უნდა ვიყოთ და ვინ ვართ სინამდვილეში..

 


"ამას წინათ, ერთმა ძალიან განათლებულმა მოძღვარმა, ამასთანავე ღრმა და კეთილშობილმა ადამიანმა გამოაქვეყნა სტატუსი, რომ აგიოგრაფიული ლიტერატურა არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაშიო და სათანადო განმარტებაც დაურთო ამას...რაც საკმაოდ დამაჯერებელი იყო...მე თუ მკითხავთ, არა თუ აგიოგრაფიული ლიტერატურა, არამედ საერთოდ, ლიტერატურაც (იგულისხმება სიტყვაკაზმული მწერლობა) ზედმეტია დღევანდელი ქართული საზოგადოებრიობისათვის..რადგან ჩვენ ვსწავლობდით ლიტერატურას...რომელიც გვისახავდა მარადიულ იდეალებს.. გვთავაზობდა პერსონაჟების სამყაროს..სადაც გმირები განდიდებულნი იყვნენ.. თაღლითი, ობივატელი, კომფორმისტი, ერთი სიტყვით, უარყოფითი თვისებების ადამიანები კი დაგმობილნი...ჩვენ ვინთებოდით გმირების სიყვარულით...მათი მიბაძვის სურვილით...ყოველ შემთხვევაში თუ ვერ ვანხორციელებთ ცხოვრებაში იმ იდეალებს.. ქე მაინც გონებით ვწვდებით, ვაცნობიერებთ, თუ რამდენი გვიკლია იქამდე...და „რა შორია გურჯისტანამდე.“ რა არის საზომი ადამიანობის, კაცობის...ვინ უნდა ვიყოთ და ვინ ვართ სინამდვილეში.. ამის დანახვის, შედარებისა და შეფასების საშუალებას მაინც გვაძლევს ლიტერატურა...მაგრამ რას ვხედავთ ცხოვრებაში?...„ეს ცხოვრება ტალახია უფრო და ცხოვრება პოეზიას ებრძვის“ (ტერენტი გრანელი)..ვინ არიან განდიდებულნი ამ წარმავალ ცხოვრებაში, ვის უკრავს უმრავლესობა ტაშს?...ვისი ცხოვრების წესი და ნირია მისაბაძი?..განდიდებულია თაღლითობა, მზაკვრობა, მეშჩანობა, მლიქვნელობა...ყველაფრისადმი ჩარჩული დამოკიდებულება...შექებულია ამა სოფლის ჭკუა.. „ამა სოფლის ძენი უგონიერეს არიან უფროს ძეთა ნათლისათა“ _ ამბობს სახარება.....რაში არიან „უგონიერესები“?..მოხვეჭაში, ტაცებაში, ამქვეყნიური სარგებლის ხელში ჩაგდებაში. თანაც ნებისმიერი მაკიაველური მეთოდით...რა ფასდება ამ ცხოვრებაში?.მზაკვრობა, გამორჩენა, მტაცებლობა, ეშმაკობა, გაიძვერობა, „ნაგლობა“, ჩარჩული დამოკიდებულება ყველაფერში.. მეორე ნახევრის არჩევაში, მეგობრის არჩევაში და ა. შ. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რით დაწინაურდა (წარმატებული შეიქნა)....იპარა, იხვეჭა, გვამებზე იხტუნავა თუ ა. შ. ხო აღზევდა.. მოსკუპდა მაღალ სკამზე...მორჩა და გათავდა!...ბრძენიც ეგ ყოფილა, გმირიც და წმინდანიც...ეს ტენდენცია თვალსაჩინოა ერშიც და ბერშიც! მოკლედ, ამ ბრიყვული ცხოვრების მიხედვით ჩვენ მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთება შეგვიძლია, რაზეც, აგერ, იაპონელ პოეტს ჩვენზე ადრე უფიქრია: „წუთისოფლის ხმაური დასცინის მარადისობის გალობას.“ "

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.