05.11.2020 თეოლოგი ზვიად ცაბაძე - საქართველოს საპატრიარქო ვალდებულია სიმართლის დაცვისკენ მოუწოდოს იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ მხრივ ეკლესიის ნაწილს შეადგენენ, ხოლო მეორეს მხრივ სამსახურებრივად ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესებში

 


მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ? მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს. მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.'' (ლუკ. 3, 12-14) ლუკას სახარების ეს პასაჟი ეკლესიას (ამ შემთხვევაში იერარქიას) ''აიძულებს'' იდგეს მრევლის მორალური გაჯანსაღების სადარაჯოზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ვალდებულია სიმართლის დაცვისკენ მოუწოდოს იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ მხრივ ეკლესიის ნაწილს შეადგენენ, ხოლო მეორეს მხრივ სამსახურებრივად ჩართულნი არიან საარჩევნო პროცესებში. ეკლესიამ მათ უნდა შეახსენოს, რომ ხმების გაყალბება იგივე ქურდობაა, რომელიც საშინელ ცოდვად ითვლება და მისი ჩამდენნი უზიარებლობით უნდა დაისაჯონ. ეკლესიას სხვა ბერკეტი არ გააჩნია და რაც გააჩნია ის უნდა აამოქმედოს. დაუშვებელია, სხვისი ხმების მიმთვისებელი ან გამყალბებელი წმინდა ბარძიმს მიეახლოს და უწმინდესი ძღვენი - უფლის სისხლი და ხორცი მიიღოს. მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.