06.12.2020 თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე - "აირჩიეთ, ვის ანდობთ თქვენს სულს, მ. შალვას თუ წმ.წერილს.

 

 


"აირჩიეთ, ვის ანდობთ თქვენს სულს, მ. შალვას თუ წმ.წერილს.

,,ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?

ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!

თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა... ჩემი წესებით იქცევა, ჩემს სამართალს იცავს და მტკიცედ ასრულებს, ის არის მართალი კაცი და ჭეშმარიტად იცოცხლებს, ამბობს უფალი ღმერთი...აჰა, ეყოლა შვილი, რომელიც ხედავს მამის ყველა ცოდვას, რაც ჩაუდენია, ხედავს და ასე არ იქცევა....ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს ა რ მ ო კ ვ დ ე ბ ა თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს! მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში,თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს" (ეზეკ.18. 2,3, 9-11, 14, 17-20).

მ.შალვა: ,,როგორ შეიძლება ნიკა გვარამიას გვარმა გაიხაროს?" ანუ ბატონი შალვასთვის გვარამიაა პრობლემაა და პასუხისმგებლობას ანიჭებს მთელ საგვარეულოს.

და კიდევ:

,,მამაო, მოუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას სჩადიან" (ლკ.23.34), ამბობს მაცხოვარი ჯვარზე და მამას სთხოვს აპატიოს ადამიანებს თავისი ძის სიკვდილი, მ.შალვა კი იმის გამო, რომ საზოგადოებას არ მოსწონს გაზულუქებული მღვდლები, ყველას ავადმყოფებად მოიხსენიებს.

იფიქრეთ, არის თუ არა ის ქრისტეს სულის მატარებელი."

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.