06.12.2020 დეკანოზი ილია ჭიღლაძე - “მრცხვენია რაც ხდება ჩვენს თავს და ჩვენს ეკლესიაში.”


 

“დეკ. შალვა კეკელიას შეუფერებელი სიტყვების გამო მთელი საზოგადოების აღშფოთებას და გულისწყრომას ვუერთებ ჩემს ხმას, მრცხვენია რაც ხდება ჩვენს თავს და ჩვენს ეკლესიაში, ღმერთმა დალოცოს ყველა გვარი და ყველა ადამიანი. ღმერთი არავის არ მოჰკითხავს სხვის ცოდვას, ყველა პასუხს აგებს საკუთარ შეცოდებებზე! ეს დოგმატური ღვთისმეტყველების ელემენტარული სწავლებაა!

გონებაშეზღუდულს და უმეცარს რომ საეკლესიო ხარისხში აკურთხებ და პატივსა და დიდებას არ დააკლებ, ამითი მისი გონება, აზროვნება და ინტელექტი ვერფრით ვერ განვითარდება, პირიქით უფრო მეტ სისულელეს და სიბრიყვეს მოვისმენთ უფრო მეტი თავდაჯერებითა და სიშლეგით. საეკლესიო ხელდასხმა პირს მღვდელმოქმედების მადლს აძლევს და მაგრამ არა ცოდნას, გამოცდილებას, ინტელექტს. ეს ყველაფერი პიროვნულად მოსაპოვებელია კითხვისა და სწავლის გზით. აუცილებელია ქართულ ეკლესიაში კარიერული წინსვლის უპირველეს საზომად იქცეს განათლებულობა-სწავლულობა პირად სათნოებებთან ერთად და არა პოპულისტობა, რომელიც შეზავებული იქნება ზემდგომის მიმართ უბადლო მეხოტბეობა-მლიქვნელობით და მონურობით.”

წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ექსარქიის მანჩესტერის სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.