06.12.2020 მღვდელმონაზონი ანდრია სარია - დავსვათ კითხვები, დროა გონს მოვეგოთ!

 


"მრევლის უდიდესი ნაწილი დღემდე ფიქრობდა რომ სასულიერო პირების შეცდომებსა და ბოროტ საქმეებზე მხოლოდ სინოდის წევრებს უნდა ემსჯელათ, რადგან სწორედ მღვდელმთავრები არიან პასუხისმგებელი პირები ეკლესიაში წესრიგის დაცვაზე. მაგრამ, აღმოჩნდ ისე რომ მღვდელმთავრები უფრო დიდ შეცდომებს უშვებენ და სასულიერო პირებს პატიობენ ,,მცირე'' ცდომილებას. ორივე მხარე კმაყოფილია, რადგან ერთმანეთს იცავენ და პასუხის მომთხოვნიც არავინაა. ზოგიერთმა ისიც თქვა რომ ხალხი ბრკოლდება. უკაცრავად, ვინ არის ის ხალხი რომელიც ბრკოლდება? არარსებულ ადამიანებზე ვიღებთ ,,პასუხისმგებლობას'' და მათი ხათრით ვპატიობთ?! მექანიზმი როდესაც მოშლილია და სინოდის წევრებს განცხადების გაკეთებაც კი ეზარებათ, ვის უნდა მიმართო? ამბიონზე გადმოდგება ეპისკოპოსი და დედას იგინება, მეორე ნიანგზე ქადეგებს, მესამე ტყეში გავიქცეთ ბოლო ჟამიაო, მეოთხემ პირბადე არ გაიკეთოთ ღმერთთან კავშირში ხელს შეგვიშლისო და ა.შ. ეკლესიაში მყოფებს რაც გვევალება (საქმის განხილვა) უფრო მწარე ფორმით და სამართლიანად იკისრეს ჟურნალისტებმა...შეუმცდარი არც მე ვარ და პირად პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ ჩემს ძალებს აღემატება ამის გამოსწორება, ეს ერთობლივი საქმეა, ხუთი და ათი კაცი ამას ვერ გამოასწორებს. ვინც ამბობს ,,გვყავს კარგი სასულიერო პირები, ყველა ერთნაირი არ არის'' და წერთ: ,,მადლობა ღმერთს''... როგორ ფიქრობთ, ამ ,,კარგ'' სასულიერო პირებს არ ევალებად მღვდლებისა და მღვდელმთავრების შეცდომებზე საეკლესიო საჩივრები დაწერონ და კრების მოწვევა მოითხოვონ?! ვის ან რას ველოდებით? მღვდელი გამოდის და ლაპარაკობს: შენი ბრალია რომ შენი შვილი თანმხლები დაავადებებით იბადებაო, ღმერთი გსჯისო!!! ასეთ სასულიერო პირს როდესაც უსმენ მაზიარებელი, აღმსარებელი და მორწმუნე ადამიანი, რეაქცია არ უნდა გქონდეს? თან, შესაძლოა ბავშობიდან ტაძარში დადიხარ და შენც გყავს ოჯახში შშმ პირი... ამ ტირანულ ქადაგებებს რა გულით დაატარებ?! დავსვათ კითხვები, დროა გონს მოვეგოთ!"

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

Comments

Popular posts from this blog

Первый высокопоставленный иерарх Румынской Православной Церкви отправляется в тюрьму - The first high-ranking hierarch of the Romanian Orthodox Church goes to prison

ღია წერილი მის მაღალღირსებას – არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ! -გიორგი ტიგინაშვილი