07.01.2021მართა კასრაძე - დამდეგს გილოცვათ იმ უბრალოების სურვილით, რასაც ჩვენი გამოხნის დასაწყისი ისახავდა მიზნად, დღეს საღათას ძილს რომ მისცემია.

 


"რატომ დასაჩუქრდა შობის უჩვეულო სახილველით ადამიანთა ორი გუნდი – მოგვთა და მწყემსთა?! მათგან პირველი ღვთისკენ მიმავალ სივრცეს აკვირდებოდა და ჭეშმარიტების ძიებაში მთელი ღამის განმავლობაში არ ეძინა. მწყემსები კი, დეკემბრის ღამეში, მათზე მინდობილ არსებებზე ზრუნვის გამო ფხიზლობდნენ...

პირველი გამოცხადება ეძლევათ არა რჯულის მეცნიერებსა და ფარისევლებს, არა მღვდელმთავრებს, არა იმ გამორჩეულ მწყემსებს, რომელნიც პასექის დღესასწაულზე შესაწირ ცხვრებს აძოვებდნენ, არამედ უ ბ რ ა ლ ო მწყემსებს.

და როცა ბეთლემის ერთი უბრალო ქვაბული დაუსაბამო სიხარულის შობით ზეცის მსგავსი გახდა, როცა ანგელოზები გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, უ ბ რ ა ლ ო მწყემსები მათთან ერთად ადიდებდნენ მაცხოვრის შობას.

ღრმა შინაარსის სიტყვაა, მოქმედება კი მაცხონებელი...

დამდეგს გილოცვათ იმ უბრალოების სურვილით, რასაც ჩვენი გამოხნის დასაწყისი ისახავდა მიზნად, დღეს საღათას ძილს რომ მისცემია."

წერს მართა კასრაძე.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.