07.04.2020 ლელა ჩხარტიშვილი - უშიში, ვითარცა უხორცო! (მეუფე პეტრეს ნახევარი საუკუნის იუბილე)

 


ლელა ჩხარტიშვილი 
 
უშიში, ვითარცა უხორცო!
(მეუფე პეტრეს ნახევარი საუკუნის იუბილე)

 როგორ შეიძლება არ იყო აღფრთოვანებული ისეთი მწერლითროგორიც არის გოგოლი?...კაცირომელიც გენიალურად აყენებს საკითხსსად გადის ზღვარი „სიგიჟესა“ და „ნორმალურობას“ შორის?..ან კი შეუძლია ადამიანს იმის განსჯავინ შეშლილია და ვინ - საღ გონებაზე მყოფი?!...მაგალითადიგივე პოპრიშჩინი (,,შეშლილის ჩანაწერები"-დანსწორედ მაშინ აფასებს სინამდვილეს ყველაზე ცხადად და ზუსტადროცა „ჭკუიდან გადადის“. ხოლო როცა ვითომ ,,ფორმაშია", ამაზრზენ ფარსშია ჩართულირისთვისაც ცხოვრება დაურქმევიათ ადამიანებს.... მთელი თავისი პირობითობებით...ანგარიშ-ვალდებულებებით....აღებ-მიცემობითრანგებითტიტულებით, ,,მაღალთამიერ ,,მდაბალთაჩაგვრით და სხვა სიბრიყვეებით...ვიდრე საღ გონებაზეაპოპრიშჩინი ზემდგომებთან ქვემდგომობს და ქვემდგომებთან ზემდგომობს...მაგრამ როცა ყველაფერს „იკიდებს“ და დასცინისაიმაშინ დგება ყველაფერზე მაღლა... და ნამდვილ და ზუსტ სახელს არქმევს იმავე თავის კანცელარიის დირექტორსრომელსაც მანამდე მლიქვნელურად კუდს უქიცინებდა: ,,Что за директор! чтобы я встал перед ним - никогда! Какой он директор? Он пробка, а не директор. Пробка обыкповенная, простая пробка."..ამ დროს თავისუფლდება მასშიდათრგუნული და შევიწროებულისაშიში და სახიფათო სიმართლე და იბადება წმინდაუმანკო სიცილი...ის ხდება ბავშვივითრაღაც სხვა განზომილებაში გადადისრომელსაც ღვთაებრივი სისულელე ჰქვია და რომელსაც აღწევდნენ ნეტარნი სულელნი!......ალბათსწორედ ასეთ ადამიანებს ეხსნებათ სხვა სამყაროეხილებათ სულიერი თვალი და ხედავენ სინამდვილესერთდროულად სასაცილოსაც და სატირალსაცცხოვრებასრომელიც როგორც ჩაპლინი იტყოდა: ,,ახლო ხედიდან - ტრაგედიააშორი ხედიდან კი - კომედია!"

რატომ დავიწყე ამ შესავლით...და მოვიხმე ლიტერატურა?!...უბრალოდმინდოდა ხაზი გამესვარომ არსებობს ზღვარირომელსაც ერთეული ადამიანები გადალახავენ ხოლმე...ნეტარი „სულელები“..(რადგან „გიჟი“ უნდა იყორომ ეს გაბედო)....ისინი მაღლა დგებიან ყოველგვარ მიწიერ შიშზე...თვითგადარჩენის ინსტიქტზე...და სიცოცხლის რისკის ფასად იქცევიან სრულიად ახალი სტერეოტიპისახალი სამყაროს დამამკვიდრებლებად...ზოგჯერ განტევების ვაცად იქცევიანრომელსაც აქვს საზოგადოების განწმენდის ფუნქცია...

ასეთ ადამიანად მიმაჩნია მეუფე პეტრერომელიც ჯერ კიდევ სასულიერო აკადემიაში დავინახე პირველად და რაღაცნაირად ყველასგან გამოვარჩიე...თავისი სისუფთავით და არაამქვეყნიურობით..დახვეწილობით...სიდინჯით.... თავისებურიკოლხური თავაზიანობით დარაც მთავარია უბრალოებით...ასეთად დავინახე და იმდროინდელი დამოკიდებულება არასდროს გამცრუებია...დღეს მისი იუბილეა..ვულოცავ მას მთელი გულით და ვუსურვებრომ ნეტარება ეპოვნოს იმ ჯვარშირომელიც მან თავის მხრებზე აიღო...

 

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.