07.06.2020 გიორგი ერიშვილი - „სამებობის“ საღამოს აღძრული ფიქრები

 


დღეს სამებობის დღესასწულია!

მიუღწეველია ადამიანის გონებისათვის ამ ზეციურ საიდუმლოში  წვდომა!

სამაგიეროდ, სავსებით მისაწვდომია მიწიერ ცხოვრებაში სამი სახის - სასულიერო, სამხედრო და საერო სფეროებში მმართველობის გააზრება.

და თუ რიგნი და რიგნი დღეს ოცნებას იჩემებენ, ჩვენ ნატვრა მაინც დაგვიტოვონ!

ვინ ვინატროთ სასულიეროში,  თუ არ 200 წლის წინანდელი მღვდელმთავარი - ექვთიმე გაენათელი, რომელსაც წამებით სულს ხდიდნენ, რუსეთში გადაასახლეს და იქაც კიდევ  უშიშრად მიახალა იმპერატორს - საქართველოს იავარყოფისათვის ნერონი ხარო შენ - ახალი დროის!

ვინ ვინატროთ სამხედროში, თუ არ 100 წლის წინანდელი ქაქუცა ჩოლოყაშვილი,  ვინც პარიზში სანადიმოდ თავშეყრილ ემიგრანტ  ქართველობას ღვინო გადაუსხა ხელუკუღმა და დაამუნათა: „თქვენ რომ ხალხი ყოფილიყავით, დარჩებოდით საქართველოში და ჩემთან ერთად იბრძოლებდითო რუსების წინააღმდეგ!“

ვინ ვინატროთ საეროში,  თუ არ გუშინდელი ზვიად გამსახურდია, ვინც მამა ბუშის რეპლიკას - „დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო გამსახურდია“, ქედუხრელად უპასუხა: „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!“

ხოლო ვინა გვყავს დღეს მათ ადგილმონაცვლედ?

ეკლესიაში - ილია მეორე, რომელსაც არაფრად უღირს უდანაშაულო მღვდლის სატუსაღოში გამოკეტვა; სამხედროში - ირაკლი ღარიბაშვილი - რომელიც ნახევარ მილიონიან საათში გაცვლის საქართველოს ერთ გოჯ მიწას და ერში - გიორგი გახარია - ვისაც ხელი არ აუკანკალდება და ისე დათხრის თვალებს ნახევარ საქართველოს!

მუხრანისა არ იყოს:

„ზიზღის ანთია ჭიაკოკონა, -

გამჭვარტლულია მისგან ცარგვალი!

საქართველოა ახლა როგორიც! - მე საქართველო

არ მსურს

ამგვარი!“

Comments

Popular posts from this blog

Первый высокопоставленный иерарх Румынской Православной Церкви отправляется в тюрьму - The first high-ranking hierarch of the Romanian Orthodox Church goes to prison

ღია წერილი მის მაღალღირსებას – არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ! -გიორგი ტიგინაშვილი