07.12.2020 თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი - ეს კასტა უფრო ამაზრზენია, ვიდრე ნებისმიერი დესტრუქციული, ოფიციალური პლათფორმა ეკლესიაში!

 


"ეს სოდომისა და გომორის პრეფექტები, ანუ ფსევდომღვდლები, სამღვდლო ღირსების 1 %-იც, რომ არ გააჩნიათ და მთელი ცხოვრება მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე, ფუფუნებასა და საკუთარი თავის განდიდებაზე ზრუნავენ და თუკი იოტისოდენა დადებითი გაუკეთებიათ ვინმესთვის - იქაც, რომ პატივმოყვარულ და შორს მიმავალ ზრახვებს დებდნენ და მუდმივად ეგოცენტრიზმში იხრჩობოდნენ, დღეს მორალს გვიკითხავენ, სენტიმენტებში იღვრებიან, ყველას სიყვარულისა და სიკეთისაკენ მოგვიწოდებენ, ოღონდ დავინდოთ და არ შევიმჩნიოთ მათი ჩაფურთხნული მდგომარეობა, მათი კონფორმიზმი, უხამსობა და ქრისტეთი ვაჭრობა, რომ აღარ იციან რა რიტორიკა მოიშველიონ, ლამისაა ახტნენ და მევლანას შუალედურსქესური და დერვიშული იცეკვონ კაბის ბზრიალით! უნდათ, რომ ხალხმა უარი თქვას ობიექტურ განსჯაზე, დოგმატურ და კანონიკურ მდგენელზე, სახარებისეულ ზნეობაზე და ნიკოლაიტელებივით იცხოვრონ ურცხვი თვითპრეზენტირებით, თავმომწონეობით და ბნელი მასის ხოტბა-ქათინაურებით! ეს კასტა უფრო ამაზრზენია, ვიდრე ნებისმიერი დესტრუქციული, ოფიციალური პლათფორმა ეკლესიაში!"

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.