07.12.2020 მღვდელმონაზონი ანდრია სარია - მსგავსი ქმედება მაგონებს იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და ვითომ ,,აკრიტიკებდე”...
"კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ფსიქიკაც შესწავლილი აქვს საპატრიარქოს. რა დონის სიგიჟეც არ უნდა ჩაიდინონ, იციან რომ გავა პერიოდი ვიღაცა კარგი ,,მღვდელი” გააკრიტიკებს მათ სიგიჟეს ან ,,ანალიზს” გაუკეთებს, ხოლო ჩვენ აღტკინებულებს მოგვეწონება და მთელი საზოგადოება მუხლდრეკას დავიწყებთ ,,გენიოსი” სასულიერო პირის. რა ქნას, მეტი ძალა არა აქვს და ღიად როგორ დაუპირისპირდეს?! ეს იცის უმეტეს სასულიერო პირთა ძიძამ (შორენად წოდებულმა), მოიხმობს ამ მღვდელს და გვერდით ამოიყენებს. არ იზამს და გაუშვებენ მოუსავლეთში. ამიტომ, მე არ მწამს ორმაგი სტანდარტებით ნაკვები განცხადებების. თქვენ ირწმუნეთ და იდღეგრძელეთ. მსგავსი ქმედება მაგონებს იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და ვითომ ,,აკრიტიკებდე”..."
წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

Comments
Post a Comment