07.12.2020 მღვდელმონაზონი ანდრია სარია - ეს არ არის ეკლესიური სწავლება

 "სხვა რომ არაფერი ვთქვა, მინიმუმ ქრისტიანული სწავლებით დიდი უვიცობაა. სადაც ქრისტეა იქ: სიკვდილი, ავადმყოფობა და გაჭირვება არ მოგვეკარება?! ეს არ არის ეკლესიური სწავლება. ღმერთს სნეულებისას შეიძლება შესთხოვო შეწევნა, დახმარება და სიცოცხლის გახანგრძლივება თუ სხეული დაუძლურებულია, მაგრამ იქადაგო ეკლესიაში თუ დადიხარ ან ცხოვრობ არაფერი დაგემართებაო, ასეთი სწავლება პირველად მოვისმინე. მოციქულთა მიმდევრებიც კი მძიმედ სნეულდებოდნენ და სახარებაში გვაქვს არაერთი ადგილი. მოციქულ პეტრეს ოჯახისწევრებიც არ ყოფილან გამონაკლისი ცხელებისგან. ეკლესია არ არის მაგიური ადგილი, სადაც ადამიანებს ექნებათ გარანტია სხეულის სიმრთელისა. ღვთის შეწევნა არ ნიშნავს რომ ამ ქვეყნად ვიცხოვრებთ 200 წელი. კაცობრიობას საკმარისი და მძიმე საფიქრალი ისედაც ააქვს COVID-19 სახით, ესენი კი ჩამწკრივებული და ჭკვიანური სახით გვიყვებიან სისულელეებს."

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.