08.01.2021 ქართველი თეოლოგები ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელის) წინააღმდეგ

 




"ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლის" გამოქვეყნების შემდეგ, სადაც, ჩვენ, ეკლესიაში არსებულ კატასტროფულ პრობლემებზე დავწერეთ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კორესპოდენტს აღნიშნული ეპისტოლის ავტორებთან დაკავშირებით მრისხანედ განუცხადა, რომ "ისინი წარმართები არიან, სასულიერო განათლების მიღების უფლება მიეცათ პატრიარქისგან და ეს ბოროტად გამოიყენეს, ისვრიან ქვებსა და ტალახს..."

როგორც ვხედავთ, მეუფე იოანემ არ იკმარა რუსოფილია და ანტისემიტიზმი და კვლავ შეგვახსენა თავი მისთვის დამახასიათებელი აგრესიითა თუ ანტიქრისტიანული რიტორიკით.

ჩვენ, შეშფოთებულნი ვართ, ხსენებული მღვდელმთავრის ოდიოზური, უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებით, რითაც მან ურცხვად შეურაცხყო ჩვენი ნათლობის საიდუმლო, ჩვენს მიერ არაერთგზის, ერთგულებით დამოწმებული ქრისტიანულ რწმენა, პროფესიული სინდისი და საღვთისმეტყველო განათლება. ამასთან, ჩვენი სახით მან დააკნინა და შეურაცხყო სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულ თეოლოგთა მრავალი თაობა.

მივმართავთ სინოდს: მოვითხოვთ საეკლესიო სასამართლოს - ბრალმდებელი მღვდელმთავრის თავხედურ და დამამცირებელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მან მკრეხელურად შებღალა ჩვენი ღირსება, ნათლობის საიდუმლო და ველური ბრალდებით შეეცადა ჩვენს დისკრედიტაციას!

იმ შემთხვევაში, თუკი ის ჩვენდამი ნათქვამ ბრალდებებს ვერ დაადასტურებს, საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული იურიდიული ნორმების შესაბამისად, მოვითხოვთ შესაბამის და საკადრის სანქციას აღნიშნულ საქციელთან დაკავშირებით, კერძოდ კი სასჯელის უმკაცრეს ზომას - მის განკვეთას სასულიერო ხარისხიდან!

თეოლოგები:

ზვიად ცაბაძე

გიორგი ტიგინაშვილი

ვლადი ნარსია

გოჩა ბარნოვი

გურამ ლურსმანაშვილი

დავით თინიკაშვილი

ვანო შოშიაშვილი

მიხეილ ნებიერიძე

დავით ნებიერიძე

გიორგი გეგუჩაძე

რატი ბიგანიშვილი

გურამ პაპავა

გოგა ესიავა

ეკლესიის ისტორიის მკვლევარები:

ბექა ჭიჭინაძე

შოთა მათითაშვილი

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.