08.10.2020 ბექა მინდიაშვილი - ჩვენი უგუნურობისა და კონფორმიზმის დანაშაულიცაა
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი თავის გვერდზე წერს:
"ჩვენივე არჩეული ხელისუფლება რო ისე მოგექცევა, როგორც ოკუპანტი მოექცა ვაჟა ექიმს, ამაზე დიდი უბედურება სხვა რა შეიძლება დაგვმართნოდა.
საკუთარი ეკლესია რომ ერის მტრად გამოგაცხადებს და ჯვარცმისთვის გაგწირავს უდანაშაულოს, ამაზე დიდ ცოდვაში როგორ უნდა ჩავვარდნილიყავით ყველანი.
არ არის ეს მარტო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს დანაშაული, ჩვენი უგუნურებისა და კონფორმიზმის დანაშაულიცაა."

Comments
Post a Comment