09.10.2020 ბექა ჭიჭინაძე - საპატრიარქომ უარი თქვა ქართული ეკლესიის ისტორიულ უფლებაზე აზერბაიჯანში და ეს მოღალატეები დღეს გარეჯს იცავენ?
ბექა ჭიჭინაძე თავის გვერდზე წერს:
"კიდევ ერთხელ საპატრიარქოს მოღალატურ საქმიანობაზე ჰერეთის ქართულ ეპარქიასთან დაკავშირებით
გთავაზობთ მიტროპოლიტ ანანიას წერილის ფრაგმენტს პატრიარქისადმი ბაქოს რუსული ეპარქიის საკითხთან დაკავშირებით, მართალია ანანია ნომინალური ფიგურაა, მაგრამ მას ეყო გამბედავობა ჰერეთის ქართული ეპარქიის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოსულიყო
2018-წლის ნოემბერი
მართლაც, იმისთვის, რომ ბაქოს ეპარქია ამ უკიდურესად თავხედური მოთხოვნით არ გამოსულიყო, საჭირო იყო სრულიად აზერბაიჯანის ეპარქიის შექმნა, რომელსაც შეეძლო კანონიკური უფლება ჰქონოდა ამ მიწებზე, საუკუნეების განმავლობაში მიწები გიშიდან აფშერონამდე მხოლოდ მცხეთელის საკურთხი იყო, მაგრამ სრულიად აზერბაიჯანის ეპარქიის აღდგენის ნაცვლად საპატრიარქომ დაიწყო გეგმაზომიერი მუშაობა ჰერეთის ქართული ეპარქიის მოსპობისათვის, რაც მისგან ოფიციალურად მოითხოვა ბაქოს რუსულმა ეპარქიამ, რუსეთის ეკლესიის დაკვეთების შემსრულებელმა ქართულ ეკლესიებში - მიტროპოლიტმა თეოდორემ და სხვებმა ყველაფერი გააკეთეს ეპისკოპოსად გამზადებული ქართველი არქიმანდრიტის დისკრედიტაციისთვის და ფაქტობრივად უარი თქვეს ქართული ეკლესიის ისტორიულ უფლებაზე აზერბაიჯანში და ეს მოღალატეები დღეს გარეჯს იცავენ, ნუ მოტყუვდებით მეგობრებო."
Comments
Post a Comment