09.10.2020 თეოლოგი ზვია ცაბაძე - შეფასებები გარეჯის საკითხთან დაკავშირებით
თეოლოგი ზვიადი ცაბაძე თავის გვერდზე წერს:
''გაზვიადებული'' ( ანუ ჩემეული) შეფასებები გარეჯის საკითხთან დაკავშირებით
1. ამ საქმის უკან რუსეთი დგას - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე ომის ფონზე საქართველო როგორც ორივე მხარისთვის მინიმალური, მაგრამ მაინც მომრიგებლური როლითაა აღჭურვილი. ეს როლი საერთაშორისო იმიჯზეც დადებითად (ი)მოქმედებს, რაც ასე აუტანელია რუსეთისთვის. თუ რუსეთს გამოუვა და საქართველოს ( საპატრიარქოს დახმარებით) აზერბაიჯანთან კონფლიტკში შეიყვანს, უფრო მეტი მიზეზი მიეცემა ჩაერიოს არამხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის ''დასაშოშმინებლად" , არამედ უკვე მესამე მხარისაც, ე.ი. საქართველოსი. აი, მაშინ მიაღწევს რუსეთი თავისას და გამოჩნდება, როგორც ''მშვიდობისმყფელი'' მსოფლიოს თვალში.
3. საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაჟღერებული სიტყვა ''მოღალატეობრივი'' მიმართული იყო არამხოლოდ ძველი კომისიის წევრების, არამედ პირველ რიგში წმინდა სინოდის მღვდელმთავრების და სხვა სასულიერო პირების მიმართ, რათა მათ არ გაუჩნდეთ სურვილი საპირისპირო აზრის დაფიქსირებისა.
4. მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იქნეს მოწვეული წმინდა სინოდი, რომელიც მთელი ეკლესიის პოზიციას დააფიქსირებს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, ხოლო დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს გაფრთხილებას მისცემს."

Comments
Post a Comment