12.01.2021 რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

 


რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

როგორც ცნობილი გახდა ( სტატია იხილეთ აქ ) 2021 წლის 7 იანვარს სჯულის კანონის უხეში დარღვევით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში (ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშაა, წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

რუსეთის ეკლესია უკვე მერამდენედ ურცხვად იჭრება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, რასაც დაუშვებლად მივიჩნევთ. მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოსა და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტს, ისაიას (ჭანტურია) მოახდინონ უსწრაფესი რეაგირება ხსენებულ ფაქტზე და საჯარო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნონ რუსეთის პატრიარქს.

თხოვნით მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, შეაფასონ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური მოქმედებები საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიმართ.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.