13.02.2021 ეკლესიას ქრისტე კი არა, პატრიარქი მართავს!!! - მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

 


,,სინოდის” განჩინება საეკლესიო პირებისა და მრევლის წევრებისადმი თითის ქნევაა. ახლა, მამა ილია ჭიღლაძე ამოიღეს სამიზნედ, ეტყობა პირდაპირ ტელევიზიები ვერ ,,დაწყევლეს”, მაგრამ იმ ადამიანებზე იძიებენ შურს რომლებიც ტელევიზიით ცდილობენ მრევლისადმი საღი აზრის მიწოდებას. სინოდმა მიიღო დადგენილება ,,ცილისწამებები” მოიკვლიოს (რა დონის ცინიზმია), იმის გამბედაობაც არ ეყოთ რომ ფორმალურ დონეზე მაინც არ გამოევლინათ ,,კოლმეურნის თავმჯდომარისადმი” მორჩილება.! ხელახლა შეგვახსენეს: ეკლესიას ქრისტე კი არა, პატრიარქი მართავს!!! ესენი ქრისტეს კანონებით სასწრაფოდ არიან განსასჯელის სკამზე დასასმელი სამღვდელოების მხრიდან. ამათ მღვდლები საკუთარი ფეოდალური კაპრიზების აღმსრულებელი ყმები გონიათ. გამძლეობა მამა ილიას! საეკლესიო სამართალი დავაბრუნოთ მეგობრებო, გადახედეთ განჩინებას ერთი ადამიანი როგორ დაგვცინის!!!


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.