14.01.2021 ბექა ჭიჭინაძე - არ დარჩენილა ღირებულება, რომლისთვისაც არ გვიღალატია, მაგრამ მშვიდად ვართ.

 


ყველა ფუნდამენტურ პრობლემას ქართულ საზოგადოებაში აქვს ილუზორული კონტრარგუმენტი, რაც გვაბრმავებს და პრობლემის დანახვის საშუალებას გვართმევს:

სახელმწიფოებრივი გამოცდილება გვაკლია, მტრულად ვეკიდებით შემდგარი დემოკრატიების გამოცდილებებს, მშვიდად ვართ, სამი ათასი წელია ვარსებობთ, ვისგან რა გვესწავლება, ამერიკის ხნის ხე გვაქვს ეზოში !

ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ვჩაგრავთ, მაგრამ მშვიდად ვართ, გვერდიგვერდ გვიდგას სინაგოგა, მეჩეთი, ეკლესია, ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობა და ა.შ.

სჯულის უმეცარი სამღვდელოება და სინოდი გვყავს, რომლის ერთადერთი წევრია ღვთისმეტყველი (კარდიოლოგიური კლინიკა ერთი კარდიოლოგით ?!), მაგრამ არხეინად ვართ, ჩვენ ისტორიულად ერთადერთი ვიყავით, სადაც ერესს არ უარსებია.

ათასწლოვანი ტაძრები გაჯითა და რკინაბეტონის კონსტრუქციებითაა შერყვნილი, მაგრამ მშვიდად ვართ, ხევში და ბოდბეში ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების თანამედროვე ძეგლები აღიმართა

ქალები იჩაგრებიან, მაგრამ მშვიდად ვართ, ქალთა უფლებების დაცვა ვინ უნდა გვასწავლოს, ქალები მეფობდნენ ამ ქვეყანაში.

უკულტურო საზოგადოება ვართ, მაგრამ მშვიდად ვართ, ჩვენ ხომ ,,ვეფხისტყაოსნის" ერი ვართ.

არ დარჩენილა ღირებულება, რომლისთვისაც არ გვიღალატია, მაგრამ მშვიდად ვართ, ჩვენ ხომ ასი ათასი მოწამე გვყავდა...

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.