14.10.2020 თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი - ავანტიურისტების, ეგოისტების, სადუკეველებისა და ფარისევლების ხელშია ეკლესია

 


თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი თავის გვერდზე წერს:

"დეკ. შალვა კეკელია აცხადებს, რომ აზერბაიჯანიც ისეთივე მტერია, როგორიც რუსეთიო, რადგან ისიც მიწებს გვართმევსო!

დაუკვირდით, როგორ იყენებს კრემლი ზოგს ემისრად, ზოგს ბრმა იარაღად, ზოგს გავლენის აგენტად და ზოგსაც სასარგებლო იდიოტად. ნარატივი და სლოგანი თითოეულ მათგანს ერთი აქვს - "ნიკოფსიიდან - დარუბანდამდე", "ყველა მეზობელი სახელმწიფო ოკუპანტია", "წინაპრების სისხლით გაჟღენთილი მიწები", "ღვთისმშობელი დაიბრუნებს უსჯულოთაგან წართმეულ მიწებს" და ა.შ.

სწორედ, მჟავე-პატრიოტული აღტკინებების კულტივაციამ დააკარგვინა საეკლესიო ამბიონს ფუნქცია და დანიშნულება, წარმოშვა შოვინისტური, ქსენოფობიური, ეთნოფილეტისტური და ფაშისტური გამოვლინებები საზოგადოებაში და დაგვაპირისპირა მეზობლებს.

სასულიერო პირები დღეს გვევლინებიან მსახიობებად, რომლებსაც სცენარისა და როლის შესრულებაში ფულს უხდიან. მთელი ეს კინოც პროპაგანდისტულად ზემოქმედებს ხალხზე. ჰიბრიდული ომიც ეს არის - რბილმა ძალამ, ეროვნულ მოტივებზე, უნდა დააჰიპნოზო ემოციურად და მგლის ხროვაში შეიტყუო ფარა - "ხსნისათვის"! 

სახელმწიფოს განცდა არცერთ იერარქს არ გააჩნია. ისინი მხოლოდ სიტყვის მასალად ხმარობენ სიტყვა "სამშობლოს" და ისიც პათეთიკისთვის! რეალურად კი სამშობლო, რომ პირველ რიგში ადამიანია - ეს რომელს ახსოვს? არცერთს! 

ავანტიურისტების, ეგოისტების, სადუკევლებისა და ფარისევლების ხელშია ეკლესია!"

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.