15.06.2020 ლელა ჩხარტიშვილი - „არსება მისი გრძელია!“ („იერემიას გოდების“ კითხვისას აღძრული ფიქრები)

 


ჩავკირკიტებ ჩემი საყვარელი წინასწარმეტყველის - იერემიას წიგნს... ის იყო ძლიერი ქომაგი და გულშემატკივარი თავისი ქვეყნისა და სარწმუნოებისარომელიც იმ დროისათვის მისი თანამედროვეების მიერ იყო მცდარად გაგებული და შერყვნილიერთი სიტყვითდამახინჯებული... რა ძალა დგა ამ კაცსრომ თავისი წრფელი მხილებითმძვინვარება აღძრა მხილებულ ადამიანთა გულებში და თავს დაიტეხა ვაიპატრიოტთა და ვაიმორწმუნეთა საყოველთაო რისხვა და სიძულვილირა ამოძრავებდა საამისოდრომ ასეთი გულმართალიჭეშმარიტების მაუწყებელი და ცოდვების (უსჯულოებისმამხილებელი კაცი ქვეყნის მტრად და ყველაფერი უბედურების მოთავედ მონათლეს?

რატომ გაწირა ასე თავი გამუდმებული სკანდალებისთვის და დევნისთვისმეთვალყურეობისთვისსამასხაროდ აგდებისთვისცილისწამებისთვისეკლესიიდან გაგდებისთვისცემა-ტყეპისთვისსაპყრობილისთვისსიღარიბისთვისქვებით ჩაქოლვისთვისსასტიკი სიკვდილისთვის?

როგორც კირკეგორი იტყოდა: „რისკიანი მარტო დგომისთვის“?!

 არადა მართლა არავინ იყო დუნიაზე მასზე უფრო ადამიანთმოყვარეკეთილშობილიხალხისა და ქვეყნისთვის გამუდმებული მლოცველიქომაგიგულთან ახლოს მიმტანი...სამშობლოსა და ხალხის ბედზე დამწუხრებული და მზრუნველი .... არავის სტკიოდა მასავით აოხრებული და დაქცეული იერუსალიმიშვილმოკლულ მამასავით დასტიროდა მასთავად უშვილ-ძირობისთვის განწირულიმარტოკაცირადგან ასეთი იყო უფლის დავალება, მოწოდებაბედისწერაანუ „სხვაგვარად ყოფნის ვერშემძლებლობა

.„დღისით და ღამით დამიმძიმდა შენი ხელი ჩემზე უფალო.“ უფლის ხმამ მაინცდამაინც ის გამოირჩიათანაც დედის მუცლიდანვემასთან მივიდაამ ხმის წინაშე კი არჩევანი არ არსებობსეს ხმა ანუ სიყვარული უკარნახებდა მასრომ მკაცრად ემხილებინა სჯულის დამრღვევი მღვდლებიროგორი მრისხანე და შეუბრალებელი იყოროცა ამბობდა უსამართლოდ აღზევებულებზებიწიერ დიდებულებზე და პამპულა მღვდელმსახურებზე: „გასუქდნენგადაიპოხნენბოროტებაშიც დაწინაურდნენ.“

ერთხელ ერთმა მღვდელმა სცემა კიდეც მას ამ სიმართლისთვის იერუსალიმის ტაძარში და დილეგში ჩააგდო უფლის ნების გაცხადებისთვისრა ძალა დგა-მეთქიაკი ვიკითხე ზემოთ... რა არ ასვენებდაეცხოვრა სხვებივითგაჩუმებულიყოესვაეჭამაელხინა......შეერგო ეს პრიმიტიული ცხოვრება და წუთისოფელი...განა თვითონ არ სწუხდა და არ ჩიოდა ამ თავისი უცნაურიზეგარდამო ახირებულობის გამოიმ „სხვაგავრად ყოფნის ვერშემძლებლობისა“ გამო?!...უბედურებისა და მწუხარების ამოუწურავ წყაროდ რომ ექცა ეს თავისი სახიფათო საქმე და სიმართლე.. რისთვისაც გაჩნდარისთვისაც მოევლინა ამ ქვეყანასდაბადებას იწყევლიდადედას შესჩიოდარატომ დამბადეო ასეთადო...: „ვაიმედედაჩემომთელი ქვეყნის ბრალმდებელად და მოდავედ რომ გიშობივარ..ყველანი მე მწყევლიან.“....

ამ უაღრესად პოეტურ სიტყვებში კარგად ჩანსთუ როგორ ვეღარ უძლებს ჩვეულებრივი ადამიანური სხეული ზეადამიანურ ძაბვასმაგრამროგორც ჩანსუფლის რჩეულნი უძლებენ: „შენ გადამიბირეუფალოდა მეც დაგყევიჩამიჭირე და დამძალეყოველდღე საცინად მიგდებენყველა მამასხარავებს....და ვიფიქრედავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელითმაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულშიძვლებამდე გამატანავცდილობდი გამეძლომაგრამ ვერ შევძელი.“.

 ასე რომსწორედაცუფლის მადლიარომ მის რჩეულებს სიმართლის ჭეშმარიტ გმირებად აქცევსრომლებიც ხედავენ საშიშროებასმაგრამ გრძნობენ ვალდებულების სიწმინდეს და ურყევად მიაბიჯებენ იმ თავიანთ „ვიწრო და ძნელად სავალ“ გზაზერომელიც ყველასთვის არაა.

ჩვენ კიუბრალო მოკვდავებსის მაინც გვმართებსრომ თუკი ვერ მივბაძავთ მათ და ვერ მივემსგავსებით.. ნუღარ გავლანძღავთ მაინც და ნუ დავამცირებთ მათრადგან მოვა დრო და ძალიან შეგვრცხვებაჩვენს წინაშე მოსიარულე ღირსება რომ ვერ ვიცანითვერ მივიღეთ და შეურაცხვყავით იგირადგან დრო აჩენს გმირსგმირის გამოცნობა კი ასე ადვილი არაა...და რომც იყოს.. ვის აწყობს მისი მიდევნება?...ის ხომ წუთისოფლის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს...გერია წუთისოფლისთვისმრისხანე დედინაცვალისთვისრომელიც დევნის მასროგორც უცხო თესლს......გმირი წუთისოფლის ბრიყვულ კანონებს არღვევს და სრულიად ახალ წესრიგს ამკვიდრებს...რომელსაც საბოლოო ჯამშიადამიანთათვის მხსნელი სიკეთეთავისუფლება და სხვანაირი სიხარული მოაქვს...ნამდვილი და წრფელი.. რადგან „არსება მისი გრძელია!“

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.