16.02.2021 მეუფე ნიკოლოზის განცხადებას მინდა გამოვეხმაურო - მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
მეუფე ნიკოლოზის განცხადებას მინდა გამოვეხმაურო პატრიარქის ,,წმინდანობის'' საკითხზე. შეიძლება მეუფეო, არაფერია გამოსარიცხი. წმინდანად ,,შერაცხეს'' ზოგიერთმა სასულიერო პირებმა სტალინი და მისი ხატი დღეს არსებობს, ასევე რასპუტინი. მარტო რომ არ იყოს პატრიარქი ხატზეც, მე შემოგთავაზებდით ასეთ კომპოზიციას: პატრიარქი, შორენა და მეუფე იაკობი. ამ ,,ხატზე'' თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ საკუთარი ფუფუნების დასაცავად, მაინც ხომ ,,მამონა'' იცავს სიმდიდრეს. ნუთუ, საერთოდ არ გაქვთ სირცხვილის გრძნობა, ასეთ მარგინალურ იდეებს რომ აჟღერებთ ღიად და დაუფარავად?!!!! ეკლესიისთვის შეუფერებელ სწავლებას ვგმობ!!! სანამ ადამიანი ცოცხალია და არ მოკვდება, არ შეიძლება მასზე ვინმემ წმინდანობის რანგში ისაუბროს, მითუმეტეს როდესაც სინოდზე განსახილველია ბრალდებების მთელი კასკადი!!!

Comments
Post a Comment