18.11.2020 ბექა ჭიჭინაძე - დღევანდელ საბჭოთა ეკლესიაში თუ გაბედული ქირურგიული ჩარევა არ მოხდა, ქართული სახელმწიფო ცალი ფეხით კოჭლი დარჩება მუდამ და სწრაფ განვითარებაზე ოცნებაც უადგილო იქნება.



"ბიძინა ადრე თუ გვიან წაბნელდება (უფრო გვიან, სათუთი ოპოზიციის იმედად), მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ არცერთ პოპულისტ ოპოზიციურ პარტიას არ ესმის ეკლესიის ნამდვილი წონა ქვეყნის განვითარებაში, დღევანდელ საბჭოთა ეკლესიაში თუ გაბედული ქირურგიული ჩარევა არ მოხდა, ქართული სახელმწიფო ცალი ფეხით კოჭლი დარჩება მუდამ და სწრაფ განვითარებაზე ოცნებაც უადგილო იქნება.

არ შეცდეთ და ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის რეაქცია კოვიდ-19- ზე ცალკეულ მოვლენად არ ჩათვალოთ, სინამდვილეში რა მიდგომა და შედეგიც ვირუსთან იყო, ასეთივე მიდგომა და შედეგი გვაქვს ყველა მნიშვნელოვან გამოწვევასთან.

მათ, სწორედ მათ, რომელთაც ვირუსის არსებობის საერთოდ არ სჯეროდათ, სჯეროდათ იმის, რომ წილხვედრ ქვეყანაში პატრიარქის მადლმა ვერაგი ვირუსისგან დაგვიფარა.

მეტი რა უნდა მომხდარიყო რომ ამაზე მეტად გათვალსაჩინოვებულიყო ჩვენი საერო და სასულიერო ხელისუფლების სიბრმავე, ვირუსზე გამარჯვება იზეიმეს, ყველა მტრად და მოშურნედ გამოაცხადეს ვინც სიფრთხილეს არჩევდა და ზეიმის ნაადრევობაზე ლაპარაკობდა, ახლა კი ვხედავთ, რომ ჩინეთსა და იტალიასაც გადავასწარით, მაგრამ ფართო საზოგადოება მაინც ვერაფერს ამჩნევს, ვერაფრით აიხსნება ეს გაუგონარი სიბრმავე, ისევ სახარება გახსენდება, რომ დაახშო უფალმა ამ ხალხის სმენა და გაამქისა გული, რომ არ დაინახონ და არ იგრძნონ, არათუ წილხვედრს, ღვთისგან მოძულებულს ჰგავს ჩვენი ქვეყანა."

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.