20.11.2020 თეოლოგი ვლადი ნარსია - საპატრიარქო ვალდებულია გვითხრას ვინ ახორციელებდა სულიერ მზრუნველობას მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეპისკპოსზე

 


"მეუფე ლაზარე გამორჩეული და პროგრესული ხედვის სასულიერო პირი იყო. დასანანია, რომ დააკლდა იმ მცირერიცხოვანთა ჯგუფს, რომელიც ასე გვჭირდება ერსაც და ბერსაც. ღმერთმა მშვიდობით განუსვენოს მის სულს.

საპატრიარქო ვალდებულია გვითხრას ვინ ახორციელებდა სულიერ მზრუნველობას მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეპისკპოსზე. იზრუნა თუ არა ეკლესიამ სათანადოდ - ვინ აზიარა, ან საერთოდ აზიარეს თუ არა. გამოხატეს თუ არა სათანადო ყურადღება შალვა კეკელიამ, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, სპირიდონ აბულაძემ. ეს შეკითხვა უნდა დაუსვას დღეს მედიამ ეკლესიას!!!

სულიერი მზრუნველობა სნეულების მიმართ ეკლესიის პასუხისმგებლობათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესთაგანია, ისე როგორც გარდაცვალების და მის შემდეგ საჭირო სულიერი მზურველობა!"

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.