21.09.2020 თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე - ბიტკოინების მადლი გფარავდეთ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო

 


"ყურადღებაგასამახვილებელი მესიჟი გააჟღერა ვანისა და ბაღდათის ანტონმა. 
    ეკლესია ყოველთვის ხელისუფლების გვერდით იდგებაო,  ბრძანებს ის. ნამდვილად ასეა, საპატრიარქო ყოველთვის  ,,ძლიერთა ამა სოფლისათა" გვერდით დგას, თუმცა კი ქრისტემ სხვა განაცხადა, რომ ჩემი მეუფება ამქვეყნიური არ არისო...
    საოცარი გარდასახვის უნარი ჰქონია მის მეუფებას. 2018 -ში, სალომეს გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნიდან წასვლით გვემუქრებოდა, თითქოსდა აქ ყოფნით რამეს აკეთებდეს, ახლა კი ქართულ ოცნებასთან ჩახუტებულს დავიწყებია თავისი სიტყვები.
თან იმ ხელისუფლებას ეზასავება, რომელსაც თავისმა ძმამ და თანამწირველმა ქრისტეში (მთ.ეპ.იაკობი) ბრალი დასდო პატრიარქის ჩამოგდების მცდელობაში. ნეტავ, რა შეიცვალა? მ.იაკობი ცილისმწამებელი თუა, რატომ არ მოხდა მისი განსჯა? ან თუ მართალია, ასეთ ხელისუფლებასთან როგორ პოზიორობს მისი ღირსება? 
  ჰო, კიდევ, სალომეს გამარჯვების მიუხედავად რომ მაინც ქვეყანაში დარჩა პატივცემული მიტროპოლიტი,  ვის/რის გამო გააკეთა ეს? ვერ დავიჯერებ, რომ სიტყვის კაცი არ არის მისი მაღალღირსება :) 
     პ.ს. ეროვნული ხელისუფლებაც ღვთისგან იყო, ბატონო ანტონ, თუმცა თქვენმა, ღირსებისა და სამშობლოს სიყვარულისაგან დაცლილმა პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა მის მოსაშორებლად და მიაღწია კიდეც მიზანს.
    ერთადერთი მას ვერ გაუგეთ, რადგან ჭეშმარიტად ღვთისგან იყო იგი... აი, დანარჩენისა რა გითხრათ, არც სსრკ ხელისუფლებასთან გაკლდათ ჩახუტება და არც შევარდნაძესა თუ სხვებთან ვიდრე დღემდე ნაც.მოძრაობისა თუ ქართული ოცნების სახით.
    სამარცხვინოები რომ ხართ, ხვდებით მაგდენს? მიხედეთ, რა, თქვენს მილიონებს, ეპისკოპოსობა ხომ შესანიშნავი ფარია ხელშეუხებლობის და შეირგეთ, სანამ დრო გაქვთ.
   ბიტკოინების მადლი გფარავდეთ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო."

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.