23.02.2021 რუსის მონა და მისი ინტერესების ყველაზე მეტად გამტარი საქართველოში სწორედ ილია მეორეა - თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე

 


მრავალი პოსტი შემხვდა იმაზე, თუ რატომ დუმს ,,პატრიარქი" და საპატრიარქო მიმდინარე მოვლენების ფონზე.

რატომღაც გვავიწყდება, ვისზე ვლაპარაკობთ. რუსის მონა და მისი ინტერესების ყველაზე მეტად გამტარი საქართველოში სწორედ ილია მეორეა. რატომ გაქვთ იმედი, რომ ის რუსის წინააღმდეგ წავა ოდესმე? ნუთუ, მისგან მრავალი მოღალატეობრივი ნაბიჯის შემდეგ, მაინც გაქვთ მოლოდინი, რომ ის რაიმეს იტყვის და მითუმეტეს, საქართველოს საკეთილდღეოდ?

ის დააკვირდება რამდენიმე დღით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ გამარჯვებულის მხარეს დაიჭერს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 9 აპრილის ,,გმირისგან" მაინც არ უნდა გქონდეთ თანადგომისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების მოლოდინი."


Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.