23.09.2020 თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე - ამ ეტაპზე პატრიარქს ტახტის სიყვარულთან ერთად ხელისუფლების მხარხაჭერაც ექნება მიუხედავად იმისა, რომ არც ივანიშვილს და არც ქართულ ოცნებას დიდად არ ეხატება გულზე არც ის და არც მისი პოლიტიკა.

 


თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე თავის გვერდზე წერს:

"რამდენადაც ინფორმაციამ გაჟონა საპატრიარქოდან, რამდენიმე დღის წინ მღვდელმთავართა გარკვეული ნაწილი მივიდა პატრიარქთან და მოთხვეს მას გადადგომა ე.წ. ,,მოსაყდრე" შიოს გაპატრიარქების მიზნით. პატრიარქმა ჯვრის მონასტერში დაიბარა სრულად ყველა ეპისკოპოსი, თუმც, შემდეგ თავადვე აღარ მოინდომა მათთან შეხვედრა და გააუქმა.
   ,,მოსაყდრის" მომხრე ჯგუფმა კარგად უწყიან, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში გაუჭირდებათ თავიანთი კანდიდატის გაყვანა, ამიტომ უნდათ ეს მიაღწიონ თავად პატრიარქის სახელის გამოყენებით თავის სიცოცხლეშივე. სავარაუდოდ, ეს არის დავალება რუსეთის, ვინაიდან ხედავენ, რომ ,,მოსაყდრის" შანსები საკმაოდ მცირეა საპატრიარქო ტახტზე მოხვედრისა. გარდა ამისა, კარს მომდგარმა არჩევნებმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ქვეყნის კურსი პრორუსულიდან პროევროპულ გზაზე გადასვლით, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს მ.შიოს შანსებს.
    საპატრიარქოში წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევა ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად შედის ხელისუფლების გეგმებშიც. ასე რომ, ამ ეტაპზე მას ტახტის სიყვარულთან ერთად ხელისუფლების მხარხაჭერაც ექნება მიუხედავად იმისა, რომ არც ივანიშვილს და არც ქართულ ოცნებას დიდად არ ეხატება გულზე არც პატრიარქი და არც მისი პოლიტიკა.
    კათოლიკოსისადმი გადადგომის მოთხოვნით ადრეც იყო ულტიმატუმი ისევდაისევ მოსაყდრის სასარგებლოდ...ეს ახალი არაა, ახლაც იგივე ჯგუფი აქტიურობს."

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.