26.11.2020 ნოდარ კობერიძე - მიმართვა სრულიად საქართველოს პატრიარქს

 


ნოდარ კობერიძე

"მიმართვა სრულიად საქართველოს პატრიარქს

როდემდის, როდემდის პატრიარქო

როდემდის,როდემდის პატრიარქო, როდემდის....

ეს წერილი მართალი სიტყვაათქმული, წაიკითხეთ და ყველამ გაიაზრეთ! კატაასტროფა ცხენდაცხენ მოაჭენებს

უკვე მერამდენეჯერ გადამწყვეტ მომენტში პატრიარქი ასპარეზიდან ქრება, არადა დიდი კრიზისის დროს მისი აქტივობა გადამწყვეტია.

გავხსენოთ, 1991 წლის 22 დეკემბერიის დილა თბილისი გააყრუა ქვემეხთა ხმამ-ქართველებმა ერთმანეთს დაუშინეს, ქალაქში პანიკაა, ზვიად გამსახურდია თანახმაა პატრიარქის შუამავლობაზე, დელეგაციაც მიდის პატრიარქთან, მაგრამ იგი თავს არიდებს შეხვედრას. შეუძლოდააო პატრიარქი-ამ სიტყვებით ისტუმრებენ დელეგაციას, ეს სიგნალად აღიქმება პუტჩისტებში. სიგნალად, რომელიც ასე იშიფრება:

რაც გინდა ქენითო და საქრთველო სისხლის მორევში იძირება! არადა პატრიარქი სულაც მომაკვდავი რომ ყოფილიყო, ვალდებული იყო ზეაღმართული ჯვრით ხელში, უამრავ მორწმუნეთა თანხლებით რუსთაველზე გამოსულიყო და შუაში ჩამდგარიყო და მოეთხოვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, თან ის წიგნი აეფრიალებინა თავად რომ შექმნა და რომელშიც იმ ქართველის გვარ-სახელი უნდა შესულიყო მარადიული წყევლა კრულვით ვინაც თანამოძმეს მოკლავდა. არ იყო ძალა ამ დუნიაზე, ვინაც წინააღმდეგობას გაბედავდა. მას შეეძლო ხელში აეღო მართვის სადავეები(ეს როგორც კვიპროსში არქიეპისკოპოსმა მაკარიოსმა გააკეთა) და რომ იტყვიან კუთხეში დაეყნებინა ზვიადიც და "ბატკა" კიტოვანი და არამზადა თენგიზ სიგუაც(.ჯაბა იოსელიანი ჯერ კიდევ ციხეში იჯდა).პატრირქის უარმა და "ნეიტრალიტეტმა" დაღუპა და გადაბუგა საქართველო, თუმცაღა პატრიარქს არ დაუზარებია სპორტის სასახლეში მისვლა და ბანდიტთა დალოცა-ეროვნული ფორუმის სახით. ეს იყო გაცემული ფირმანი საქართველოს დაქცევისა, ეს იყო პარალელური არჩევნების იმიტაცია, რათა "ლეგიტიმური" სახე მიეღო პუტჩიზმისათვის და მიიღო ხოლო გადატრიალების შემდეგ , მხარი დაუჭირა შევარდნაძის ჩამოყვანას. არც მაშინ დაუსვამს "ზედმეტი" შეკთხვბი" და ყავაზე მიიპატიჟა, სოხუმის ჩამბარებელი. მალე კი რუსეთის თავდაცვის მინისტრი ქართველთა სისხლის,მსმელი გრაჩოვი ანანურის ეკლესიაში მონათლა,ცოტა უფრო ადრე შევარდნაძეც დააყენა ნათლობის სახელ გიორგით მართლმადიდებელ "ჭეშმარიტ" გზაზე. ქვეყანა დაიმშა, ბანდიტები დათარეშობენ ის კი ვითომც არაფერი....კრინტი არ დაუძრავს როცა საქარტველო sng-ში შეათრიეს!....

გავაგრძელო?, იცოდეთ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ დღესაც კვლავაც საეჭვოდ დუმს პატრიარქი, მაშინ როცა გაყინულ წყლის ჭავლს ასხამენ ამ ყინვაში დილის ხუთ საათზე სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მანდილოსნებს, ციხეებში ადგილი არა აქვთ რათა დაამწყვდიონ საქართველოს ოქროს ახალგაზრდობა და მაინც იჭერენ მათ, ნადგურდება გენოფონდი, ხალხში ძლიერდება სახელმწიფოებრივი ნიჰილიზმი და შენ მაინც დუმხარ, და შენი დუმილი დღეს რომ ღალატის ტოლფასია. ამოიღე ხმა, ხომ ხედავ ქვეყანა გვექცევა, ამოიღე ხმა, თორემ ვის უნდა შენი გაძლიერებული ლოცვა ახლა მოქმედების , მხილების დროა, გამოდი რუსთაველზე და დადექი ხალხთან, თან ის წიგნიც გამოაყოლე, რომელშიც ქართველის მკვლელთა გვარ-სახელი უნდა ჩაგეწერა. გამოდი ვიდრე გვიან არაა-გამოდი! მთელი ერი გელის გამოდი....!"

ნოდარ კობერიძე. ილია ჭაჭავაძის პრემიის ლაურეატი!

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.