27.01.2021 თეოლოგი ვლადი ნარსია - ეპარქიის მარტო მღვდელი კი არა ეპისკოპოსიც უკიდურესად მავნებლურ და ამაზრზენ განმარტებას იძლევა

 


საქართველოს ეკლესიაში არ არსებობს საეკლესიო ეპიტიმიისადმი (სასჯელი) პატივისცემა. ამის გამო გამრავლდენენ თადეოზ სარალიძის მსგავსი სასულიერო პირები.

ეს მღვდელი საშინელ სიშლეგეს ქადაგებს, რომ თურმე ღმერთს შეიძლება შეეშალოს და გამოეპაროს ის დრო როცა ადამიანის ცხონება შესაძლებელი იყო და ის გაიზარდოს პარაზიტი. ან, უარეს შემთხვევაში ღმერთი ბოროტია (თადეოზი ღმერთზე კეთილი!), რადგან იმ დროს კი არ გაიყვანა ადამიანი ამ ქვეყნიდან როცა მისი ცხონება შესაძლებელი იყო არამედ ადროვა, დაელოდა როდის გაპარაზიტდებოდა რომ ჯოჯოხეთში მოეხვედრებინა. მეგობრებო, ბოდიშს ვიხდი, ასეთი სიშლეგის "განმარტება" რომ მიწევს, მაგრამ ამ ეპარქიის მარტო მღვდელი კი არა ეპისკოპოსიც უკიდურესად მავნებლურ და ამაზრზენ განმარტებას იძლევა, როცა ორაზროვან სიტყვებს ეძებს მისი რეგვენი მღვდლის გამართლების მიზნით.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.