27.11.2020 ირინა სარიშვილი - ძვირფასო ოპოზიცია! მიხვდით რა მოგიყევით?!

 


"კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლება სასულიერო პირებს თხოვს დახმარებას, რომ მათ დაარწმუნონ ოპოზიცია პარლამენტში შესვლის აუცილებლობაში.

ბევრი წლის წინ, როცა შევარდნაძემ გადაწყვიტა დსთ–ში გაერთიანება და მე სხვა თანაპარტიელებთან ერთად პროტესტის ნიშნად გადავდექით, ზუსტად იგივე მოხდა. მაშინდელი ხელისუფლების თხოვნით, ვინმე მეუფემ კი არა, გასაგებია ვინც... დამირეკა და მითხრა რომ არ უნდა გადავმდგარიყავი და თუ მეუღლეს ვერ დავითანხმებდი, საქმის გულისთვის ქმართან გაცილებაც შეიძლებოდა.

ძვირფასო ოპოზიცია! მიხვდით რა მოგიყევით?!

ამას პირველად ვამბობ ხმამაღლა და მხოლოდ ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იციან ეს ამბავი...

და თუ მიხვდით კარგად, რაც გითხარით, იმასაც უნდა ხვდებოდეთ, რომ ასეთ თხოვნასთან ღმერთი არაფერ შუაშია და საერთოდ, სადაც ასე იქცევიან სასულიერო პირები, იქ ღმერთი არ არის.

დანარჩენი თქვენ იცით.

ძალა ერთობაშია."

წერს ირინა სარიშვილი.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.