27.11.2020 ლელა ჩხარტიშვილი - ყველა ქვეყნის ეკლესიებმა თანხები გაიღეს პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად. ჩვენმა ეკლესიამ კი, პირიქით, უფრო მეტი ქონება დააგროვა.

 


"საშინელ ხასიათზე ვარ...ალბათ კარგა ხნით აქ აღარ შემოვალ...რადგან დაგამძიმებთ...მეცოდება ხალხი, ღვთის ანაბარა მიტოვებული, განწირული.. უფრო და უფრო მძიმდება ცხოვრება...თვალნათლივ ვხედავ, როგორ კვდება ადამიანებში ყველაფერი ადამიანური...სიყვარული, თანაგრძნობა. ავად რომ გახდები, იმის მაგივრად რომ გითანაგრძნონ, ეგრევე უტაქტოდ მოგახლიან..რას ქვია, იზოლაციაში არ ხარო?!..ერთმანეთს მგლებივით უყურებენ, ეშინიათ ერთმანეთის...პატარა ადამიანები! კაცუნების და დედაკაცუნების ხელისუფლება!..ერი და ბერი! ყველა ქვეყნის ეკლესიებმა თანხები გაიღეს პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად. ჩვენმა ეკლესიამ კი, პირიქით, უფრო მეტი ქონება დააგროვა (რადგან ხელისუფლებასთან ვაჭრობა გამართა) და როდის? არც მეტი არც ნაკლები პანდემიის დროს.. ქონება დააგროვა...ტყე-ჭალების, მინდვრების, მიწებისა და უძრავ-მოძრავი ობიექტების სახით..მიწანი ვართ, ხალხო, და მიწად მივიქცევით...მღვდლების უმეტესობა მარტო იმაზე ფიქრობს, თავისი ცოლ-შვილი გაასუქოს, გააზულუქოს, გააზარმაცოს...ამ დროს ხალხი ქუჩაში იღუპება შიმშილით და უსახლ-კარობით...მათხოვრები სძულთ სასულიერო პირებს. ეს ნორმალურია?..მოკლედ...დავიბადე ედუარდ ამბროსევიჩის საქართველოში და ალბათ მოვკვდები ივანიშვილის საქართველოში..რა უკუღმართად მიდის ჩვენი ცხოვრება...სასოწარმკვეთია ყველაფერი..თავს აღარ შეგაწყენთ და ნიკო სამადაშვილის ლექსის ფრაზით დავასრულებ ჩემს ჰამლეტისებურ მონოლოგს:

„დავბადებულვარ, რომ მოვმკვდარიყავ ჩემს დედინაცვალ საქართველოში.“"

წერს ლელა ჩხარტიშვილი თავის გვერდზე.

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.