29.08.2020 ბასილ კობახიძე - გასაკიცხი სამღვდელოების კასტაა...

 


ბასილ კობახიძე თავის გვერდზე წერს:

"სიონის ტაძარში პურის და სანოვაგის დარიგების ვიდეო ვრცელდება, სადაც ხალხი ლამის ერთმანეთს ხელიდან გლეჯს საჭმელს. აქ არის ოთხი მომენტი:

1. ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია და მშიერია. განა ეს უცნობი ფაქტია? აქ დასაცინი ან შესაზიზღებელი არაფერია.

2. ხალხი რომ უკიდურესად გაჭირვებულია ამაში მთავარ დამნაშავე პოლიტიკურ კლასთან ერთად, თავისი ბრალი მიუძღვის სამღვდელოების კასტასაც. ამიტომ მრისხანება მათ უნდა მიემართებოდეს და არა მათ მიერ გაღარიბებულ ხალხს.

3. სამღვდელოების კასტამ ვერ მოახერხა სანოვაგის ისეთი ფორმით დარიგება, რომ ადამიანის ღირსება არ შელახულიყო, ამიტომ დასაგმობი ეს კასტაა და არა გაჭირვებული ხალხი.

4. გაჭირვებული ხალხისათვის, ეკლესიაში დარიგებული სანოვაგე არამარტო საკვებია, არამედ ნაკურთხი, წმინდა, საკრალური საჭმელი, რომელსაც სასწაულებრივი და სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითისთვის ასეთ სცენებს ვხედავთ წყალკურთხევაზეც, ნაკურთხი წყლის დარიგებისას. აქ დამნაშევეა სამღვდელო კასტა, რომელმაც რწმენა გაანივთა ქვებში, ხეებში, წყაროებში, კალმახებში, მიწებში, ტყეებში, ოქროებში, ფულებში. ასევე ეკლესია, რომელიც უნდა იყოს მორწმუნეთა ერთობა, სოლიდარობა, ურთიერთსიყვარული და ზრუნვა, მამაოებმა გადააქციეს გათითოკაცებული ქრისტიანების ინდივიდუალური ''რელიგიური მოთხოვნილებების'' დაკმაყოფილების ბიუროდ. ამიტომ გასაკიცხი აქაც სამღვდელოების კასტაა და არა გაჭირვებული ხალხი."

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.