29.08.2020 გიორგი ტიგინაშვილი - საპატრიარქოს ღმერთი არაა იესო ქრისტე!

 


"მაღალი ალბათობით, მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე) გულგოროზობას, კარგად გამოიყენებს კათოლიკოს-პატრიარქი ილია საკუთარი "გულმოწყალების" წარმოსაჩენად და 11 წლის საბრალო ბავშვისთვის წესის აგების შესახებ ლოცვა-კურთხევას გასცემს! 

როცა სისტემა ამორალურია, ხოლო საზოგადოება კი დილეტანტი, ასეთ დროს, ის (პირველიერარქი) იწყებს სულებით ვაჭრობას და "ღმერთისნაცვლის" როლს ოსტატურად ირგებს ხოლმე. 

ბავშვს, რომელიც მამამ ცემაში მოკლა და შემდეგ გარდაცვალება "თვითმკვლელობად" შემოგვასაღა, რომც მართლა მოეკლა თავი აფექტურ ნიადაგზე, როგორ შეიძლება სუიციდად შეერაცხოს გამოუვალი სიტუაციიდან გამოწვეული ქმედება?! 

P.S. საპატრიარქოს ღმერთი არაა იესო ქრისტე! ისინი მამონას ემსახურებიან და ტრიუმფალიზმში ჩაძირულები აჰიპნოზებენ ერს!.."

Comments

Popular posts from this blog

კურთხეულ იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

24 აპრილს სინოდს ეძლევა შესაძლებლობა გამოასწოროს 2019 წლის 31 ოქტომბრის ანტიკანონიკური განაჩენი. - ვლადი ნარსია

ოქროს ხბო ყოველთვის იქ იბადება, სადაც ღმერთის მოლოდინი მოთმინებად აღარ გვყოფნის!.. - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.